ხევი (მხარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სიტყვას „ხევი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ხევი.
ხევი
ჭაუხი
ჭაუხი
Historical Khevi in modern international borders of Georgia.svg
კუთხის ცენტრი სტეფანწმინდა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი 1
ფართობი 1 090 კმ²
მოსახლეობის რაოდენობა 3795
მოსახლეობის სიმჭიდროვე 3,48
მცხეთა-მთიანეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში
მცხეთა-მთიანეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში

ხევი, წანარეთის ხევი — ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე საქართველოში. თანამედროვე საქართველოს ტერიტორიული მოწყობით ხევი მოქცეულია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში, რომლის ცენტრიც არის დაბა სტეფანწმინდა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხევი მდებარეობს კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობზე თერგის აუზში და მოიცავს თრუსოს, ბაიდარის, სნოსწყლის და დარიალის ხეობებს. ესაზღვრება ისტორიული რეგიონები: აღმოსავლეთით — ხევსურეთი, სამხრეთით — მთიულეთი, ჩრდილოეთით — ოსეთი, დასავლეთით — შიდა ქართლის მთიანეთი. ხევის მთავარი მდინარეა თერგი, რომელიც სათავეს იღებს კავკასიონის მთავარი ქედის კალთაზე, ზილგახოხის მყინვარში.

ვიკიციტატა
„აღმოსავლიდამ არაგუს ერთვის, არშას ქუეით, აჩხოტის ხევი. აქ არს ციხე ღუდუშაურისა მცირე, არამედ ფრიად მაგარი. ამ ხევიდამ გარდავალს გზა გუდამაყარს. ამის ჩრდილოთ არს სტეფან-წმიდა, დაბა კარგი. ამის დასავლით არს გერგეთი, არაგუს იქით კიდესა. ზეით ამისსა არს, მყინვარის კალთასა ზედა, მონასტერი სამებისა, გუმბათიანი,მ ცხეთის სამკაულის სახიზრად, სადაცა ესუენა ნინოს ჯუარი, შუენიერ ნაშენი, შუენიერ ადგილს“

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხევი ძველი დროიდან დასახლებული კუთხე იყო, რასაც მოწმობს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი, ძვ.წ. VI-V საუკუნეებით დათარიღებული ყაზბეგის განძი.

თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით ხევში იმოგზაურა ანდრია მოციქულმა, რომელმაც გერგეტში აღმართა ჯვარი.[1][2][3]1669 წლით დათარიღებულ სიგელში არსებული ჩანაწერის მიხედვით ხევში იქადაგა და ხევი მოაქცია წმინდა ნინომ.[4]

ხევი იგივეა, რაც ადრინდელი შუა საუკუნის წანარეთი. მატიანეში „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ (IX საუკუნე) VI საუკუნის მოვლენების თხრობასთან დაკავშირებით მოხსენებულია „ხევი წანარეთისა“. VIII-IX საუკუნეებში წანარები აქტიურად მონაწილეობდნენ კახეთის სამთავროს წარმოქმნაში, მის სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. წანარების კახეთში გადასახლების გამო თერგის ხეობის ზემო წელი მათგან დაიცალა. ამიტომ ფიქრობენ, რომ სახელწოდება „წანარეთი“ ხმარებიდან თანდათან გამოვიდა და ზოგადი სახელი ხევი იქცა მხარის საკუთარ სახელად. ამავდროულად წანარების სატომო სახელის ნაცვლად ჩნდება ტერმინი „მოხევე“.

დარიალის ხეობაში ძველთაგანვე გადიოდა ერთ-ერთი გზა, რომელიც ამიერკავკასიას (მათ შორის საქართველოს) აკავშირებდა ჩრდილოეთ კავკასიასა და კავკასიის გადაღმა მხარეებთან (საქართველოს სამხედრო გზა, დარიალის ხეობა). რეგიონის სამხედრო-სტრატეგიულმა მნიშვნელობამ განაპირობა აქ სიმაგრეთა სისტემების არსებობა. საუკუნეების განმავლობაში ხევი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარეობდა, გარდა იმ პერიოდისა, როდესაც იგი არაგვის ერისთავებს ემორჩილებოდა (1620-იანი წლებიდან 1743 წლამდე, არაგვის საერისთავოს გაუქმებამდე). 1743 წელს ხევი მიმდებარე ტერიტორიებთან (თრუსოს ხეობა, მთიულეთი, გუდამაყარი) საუფლისწულო მამულებად გამოცხადდა და ერეკლე II-ის შვილების გამგებლობაში გადავიდა. XVIII საუკუნეში ხევი იყოფოდა სტეფანწინდის, სნოს, ფანშეტისა და მნის სამოურავოებად.

საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ხევი დუშეთის მაზრაში მოექცა. მთიულეთის 1804 წლის აჯანყების დროს მოხევეები აქტიურად იბრძოდნენ ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ.

ისტორიული ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხევში შემორჩენილია IX-X საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები: გარბანის წმინდა გიორგის ეკლესია, სიონის სამნავიანი ბაზილიკა, თრუსოს მთავარანგელოზის ეკლესია, სოფელ ახალციხის ბაზილიკა, ბეთლემის სამონასტრო კომპლექსი. გვიანდელი შუა საუკუნის საერო ნაგებობები: სნოს ციხე, არშის ციხე და სხვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თეიმურაზ ბატონიშვილი, „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“ გვ. 143 — სანქტ-პეტერბურგი, სამეცნიერო აკადემიის სტამბა, 1848
  2. ითონიშვილი ვ. „ხევის ტოპონიმიკა“ გვ. 130 — თბილისი, „მეცნიერება“, 1971
  3. დოლიძე ი., „ქართული სამართლის ძეგლები“ ტ.III გვ. 558-560 — თბილისი, „მეცნიერება“ 1970