შინაარსზე გადასვლა

ფანშეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ფანშეტი

ფანშეტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თემი სიონი
კოორდინატები 42°38′06″ ჩ. გ. 44°37′09″ ა. გ. / 42.63500° ჩ. გ. 44.61917° ა. გ. / 42.63500; 44.61917
ცენტრის სიმაღლე 1790
მოსახლეობა 54[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ფანშეტი — საქართველო
ფანშეტი
ფანშეტი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ფანშეტი
ფანშეტი — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ფანშეტი

ფანშეტისოფელი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სიონის თემში. მდებარეობს მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1790 მეტრი, სტეფანწმინდიდან 4 კილომეტრი. XVIII საუკუნეში ფანშეტი იყო ხევის ოთხი სამოურავოდან ერთ-ერთის ცენტრი.

ფანშეტი, სოფელი, ისტორიული ძეგლი მდებარეობს მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე, დაბა სტეფანწმინდიდან 4 კილომეტრზე. იგი ხევის ერთ-ერთი ძველი დასახლებაა. თანამედროვე სოფლის ჩრდილოეთით შემორჩენილია ნასოფლარი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ძველ ფანშეტს უწოდებს, წმინდა ადგილად თვლის და იქ დღეობებს მართავს. ფანშეტს მნიშვნელოვანი როლი ეკისრებოდა თერგის ხეობის მარცხენა სანაპიროს დაცვაში. სოფლის ეკონომიკურ ცხივრებაში გარკვეული წვლილი შეჰქონდა ქვის კარიერს, რომელიც მდებარეობს ფანშეტ-გერგეტის საძოვრების საზღვარზე. ადგილ დოხტელურებში. აქ შემორჩენილია ნასახლარები და საქონლის სადგომი ბაკის ნაშთები. გადმოცემით, ამ ადგილას ცხოვრობდნენ წმინდა სამების ეკლესიის ამშენებელი კალატოზები, რომლებიც აქედან „სამებამდე“ გაყვანილი სამარხილე („სახარმარხილე“) გზით, მარხილში შებმული ხარებით ეზიდებოდნენ ქვას ეკლესიის ასაშენებლად. თანამედროვე სოფლის შედარებით ძველი დასახლება ორი საგვარეულო კოშკის (ჩონიაშვილებისა და სამქანაშვილების) ირგვლივ იყო გაშენებული. სოფელში ცხოვრობენ საბაურებიც, მათაც ჰქონდათ საგვარეულო კოშკი. სოფლის ჩრდილოეთით, ყაზბეგის გზაზე, ადგილ ახადეში, შვეულ კლდეში გამოკვეთილია ეგრეთ წოდებული „ცოდვილთ ქოხები“, სადაც იზამთრებდნენ ბეთლემის სავანის ბერები. ფანშეტის შემოგარენში, „ჩხეტის მთაზე“, იყო ფანშეტისა და მეზობელი სოფლების მოსახლეობათა სახიზარი. შემორჩენილია თავშესაფართა ნაშთები, ხელსაფქვავის ნატეხი და ხელით სატყორცნი მრგვალი ქვები. XX საუკუნიდან სოფელი ბარში ჩამოსახლდა.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 54 კაცი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1926[2] 151 63 88
2002[3] 58 34 24
2014[1] 54 28 26
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
  2. სერგი მაკალათია, „ხევი“, ტფილისი, სახელმწიფო სასწავლო-პედაგოგიური გამომცემლობა, 1934 წ., გვ. 18.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II