ბორჯომულა
ბორჯომულა | |
---|---|
![]() ბორჯომულა ქ. ბორჯომში | |
ქალაქები | ბორჯომი, დაბა ბაკურიანის ანდეზიტი |
სათავე | ცხრაწყარო |
სიგრძე | 29 კმ |
აუზის ფართობი | 165 კმ² |
ბორჯომულა, მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს თრიალეთის ქედის სამხრეთ-დასავლეთის კალთაზე, ცხრაწყაროს უღელტეხილთან, ზღვის დონიდან 2400 მ. სიგრძე 29 კმ, აუზის ფართობი 165 კმ2. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთაბ 2,41 მ3/წმ.
ბორჯომულა ტიპური მთის მდინარეა. მიედინება ჯერ სუბალპურ ზონაში, შემდეგ წიწვიანი ტყით შემოსილ ვიწრო ხეობაში. შესართავთან გაშენებულია კურორტი ბორჯომი, მის ხეობაში სოფლები: ტბა, სადგერი, ლიბანი, ხოლო მის სათავეებთან დაბა ბაკურიანის ანდეზიტი. 1898 წელს ბორჯომულაზე ააგეს რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი პირველი ჰესი (ბორჯომის ჰიდროელექტროსადგური).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უკლება ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 468.