თამარ ჟვანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თამარ ჟვანია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა11 სექტემბერი, 2013-დან
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი
წინამორბედიზურაბ ხარატიშვილი

დაბადებული2 მაისი, 1971 (1971-05-02) (48 წლის)
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პროფესიასოციოლოგი

თამარ ჟვანია (დ. 2 მაისი, 1971) — ქართველი სოციოლოგი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 2013 წლის 11 სექტემბრიდან.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამარ ჟვანია დაიბადა 1971 წლის 2 მაისს. მინიჭებული აქვს სოციოლოგიის მაგისტრის ხარისხი და არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის დოქტორის ხარისხის კანდიდატი. თამარ ჟვანია არის დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) დემოკრატიისა და განვითარების პროგრამის სტიპენდიანტი (სტენფორდის უნივერსიტეტი, კალიფორნია, აშშ). მინიჭებული აქვს დემოკრატიის მმართველობისა და არჩევნების სფეროში რესურსების განვითარების პროგრამის (BRIDGE) სრული ფასილიტატორის სერტიფიკატი.

საჯარო სამსახურში კარიერული საქმიანობის დაწყებამდე თამარ ჟვანია საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის მენეჯერი იყო, სადაც ევროკავშირის პროექტების ფარგლებში შექმნა და დანერგა საარჩევნო გარემოს განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების, პოლიტიკის განვითარებისა და ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებებით.

თამარ ჟვანია ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაციას „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED). 2011-2012 წლებში იყო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პროგრამის უფროსი მენეჯერი ნიგერიაში, მანამდე კი — NDI-ის საარჩევნო კონსულტანტი ბანგლადეშში.

2013 წლის 11 სექტემბრიდან არის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ცესკოს თავმჯდომარედ თამარ ჟვანია დაინიშნა. www.sazogadoeba.ge. წაკითხვის თარიღი: 14 იანვარი, 2019.