ზემო ხეჩილი
| სოფელი | |
|---|---|
|
ზემო ხეჩილი | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | კახეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ფონა |
| კოორდინატები | 41°53′11″ ჩ. გ. 46°08′37″ ა. გ. / 41.88639° ჩ. გ. 46.14361° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 440 მ |
| მოსახლეობა | 47[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა |
აზერბაიჯანელები 42,6 % ქართველები 29,8 % ოსები 27,6 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ზემო ხეჩილი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ფონის ადმინისტრაციული ერთეულში (კახეთის მხარე).
მდებარეობს მდინარე კაბალის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე, ზღვის დონიდან 440 მ-ზე, ლაგოდეხიდან 21 კმ-ში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი ხეჩილი აღმოცენდა საიჯარო გარიგებათა საფუძველზე XX საუკუნის პირველ წლებში. მანამდე ტყით დაფარული ალაზანსგაღმა მდებარე ამ მიწის დიდი ნაწილი თავად ვაჩნაძეების მამული იყო. ძირითადი თავდაპირველი მოსახლეობა იყო ოსი მოახალშენეები (მ. შ. ვლადიკავკაზიდან).[2] სოფლის სახელი მომდინარეობს კაბალის ხეობის ზემო ნაწილის ადგილობრივი სახელწოდებიდან (ქვემოთს ეწოდებოდა „ფონა“).[3] მომდევნო წლებში აქ ჩამოყალიბდა 2 სოფელი — ზემო ხეჩილი და ქვემო ხეჩილი.
ზემო ხეჩილის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტყეში, შემორჩენილია გვიანდელი შუა საუკუნეების ციხის „მზეთა მარიამის“ ნანგრევები.[4]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 47 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[5] | 90 | 48 | 42 |
| 2014[1] | 22 | 25 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 353.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 512.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ მიწის მობილიზაციის საკითხი აღმოსავლეთ საქართველოში, გაზ. „კლდე“, 1913, №26. — გვ. 4-7.
- ↑ ი. კახელი, ორი დღე კაბალზე (მგზავრის შენიშვნები), გაზ. „ივერია“, 1889, №178. — გვ. 2-3.
- ↑ საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-IV, თბ., 2021. — გვ. 70-71.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
| ||||||||||