შრომა (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი)
| სოფელი | |
|---|---|
|
შრომა | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| მხარე | კახეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| თემი | შრომა |
| კოორდინატები | 41°49′28″ ჩ. გ. 46°15′23″ ა. გ. / 41.82444° ჩ. გ. 46.25639° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 420 მ |
| ოფიციალური ენა | ქართული ენა |
| მოსახლეობა | 1299[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 94,6 % სომხები 2,8 % ოსები 1,2 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
შრომა — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში (კახეთის მხარე), შრომის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: კავშირი, შრომა).
მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, ზღვის დონიდან 420 მ-ზე, ლაგოდეხიდან 1,5 კმ-ში.
სოფელი დააარსეს XX საუკუნის პირველ წლებში ქიზიყელმა მოახალშენეებმა, რომლებიც თვითნებურად დასახლდნენ ჭიაურის სახაზინო მამულის ტერიტორიაზე და ახალ სოფელს „შრომა“ უწოდეს. 1905 წლის რევოლუციური მოძრაობის დაწყებამ აიძულა რუსეთის იმპერიის მთავრობა შრომელებისთვის დაეთმო და გაეცა ბრძანება ახალმოსახლეთა მიწათმოწყობის შესახებ.[2][3]
შრომის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ადგილ „დანგრეულში“ დგას სავარაუდოდ განვითარებული შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია. სოფლის სამხრეთით, დაახლ. 4 კმ-ზე, მდ. შრომისხევის მარცხენა ნაპირზე არის მეორე დარბაზული ეკლესია, რომელიც სავარაუდოდ ადრინდელ შუა საუკუნეებს განეკუთვნება. ორივე ეკლესია მოღწეულია დაზიანებული სახით.[4]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1299 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[5] | 1702 | 811 | 891 |
| 2014[1] | 634 | 665 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 31.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ მიწის მობილიზაციის საკითხი აღმოსავლეთ საქართველოში, გაზ. „კლდე“, 1913, №26. — გვ. 4-7.
- ↑ ბენდიანიშვილი ალ., აგრარული ურთიერთობანი საქართველოში 1890-1917 წწ., თბ., 1965. — გვ. 56.
- ↑ საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-IV, თბ., 2021. — გვ. 92-93.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
| ||||||||||