შინაარსზე გადასვლა

ქვემო ხეჩილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ქვემო ხეჩილი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
თემი ფონა
კოორდინატები 41°51′47″ ჩ. გ. 46°07′32″ ა. გ. / 41.86306° ჩ. გ. 46.12556° ა. გ. / 41.86306; 46.12556
ცენტრის სიმაღლე 340
მოსახლეობა 160[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ოსები 40,0 %
ქართველები 31,3 %
აზერბაიჯანელები 28,1 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ქვემო ხეჩილი — საქართველო
ქვემო ხეჩილი
ქვემო ხეჩილი — კახეთის მხარე
ქვემო ხეჩილი
ქვემო ხეჩილი — ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ქვემო ხეჩილი

ქვემო ხეჩილი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ფონის ადმინისტრაციული ერთეულში (კახეთის მხარე).

მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე კაბალის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 340 მ-ზე, ლაგოდეხიდან 20 კმ-ში.

სოფელი ხეჩილი აღმოცენდა საიჯარო გარიგებათა საფუძველზე XX საუკუნის პირველ წლებში. მანამდე ტყით დაფარული ალაზანსგაღმა მდებარე ამ მიწის დიდი ნაწილი თავად ვაჩნაძეების მამული იყო. ძირითადი თავდაპირველი მოსახლეობა იყო ოსი მოახალშენეები (მ. შ. ვლადიკავკაზიდან).[2] სოფლის სახელი მომდინარეობს კაბალის ხეობის ზემო ნაწილის ადგილობრივი სახელწოდებიდან (ქვემოთს ეწოდებოდა „ფონა“).[3] მომდევნო წლებში აქ ჩამოყალიბდა 2 სოფელი — ზემო ხეჩილი და ქვემო ხეჩილი.

ქვემო ხეჩილის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდ. კაბალის მარჯვენა ნაპირზე, სასაფლაოსთან ახლოს, გორაზე შემორჩენილია გვიანდელი შუა საუკუნეების ნამოსახლარის ნაშთები.[4]

2024 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 80 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[5]1246064
2014[1] 1607783
2024[6] 804337
  1. 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. მიწის მობილიზაციის საკითხი აღმოსავლეთ საქართველოში, გაზ. „კლდე“, 1913, №26. — გვ. 4-7.
  3. ი. კახელი, ორი დღე კაბალზე (მგზავრის შენიშვნები), გაზ. „ივერია“, 1889, №178. — გვ. 2-3.
  4. დიღმელაშვილი ქ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-IV, თბ., 2021.  გვ. 92.
  5. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  6. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024. საქსტატი (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 25 ივნისი, 2026.