შინაარსზე გადასვლა

ზემო მსხალგორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზემო მსხალგორი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
თემი ბაისუბანი
კოორდინატები 41°51′08″ ჩ. გ. 46°09′54″ ა. გ. / 41.85222° ჩ. გ. 46.16500° ა. გ. / 41.85222; 46.16500
ცენტრის სიმაღლე 380
მოსახლეობა 513[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზემო მსხალგორი — საქართველო
ზემო მსხალგორი
ზემო მსხალგორი — კახეთის მხარე
ზემო მსხალგორი
ზემო მსხალგორი — ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ზემო მსხალგორი

ზემო მსხალგორისოფელი საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბაისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში (კახეთის მხარე).

მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდ. ბაისუბნისხევის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 380 მ-ზე, ლაგოდეხიდან 15 კმ-ში. სოფელი XX საუკუნის დასაწყისში შექმნეს იმერელმა ახალმოსახლეებმა.

ზემო მსხალგორის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 5 კმ-ზე, 2015-2018 წლებში გაითხარა VII-XIV საუკუნეების სამონასტრო კომპლექსის ნანგრევები. კომპლექსისკენ მიმავალ გზაზე, სოფლიდან 4 კმ-ზე მდებარეობს განვითარებული შუა საუკუნეების ნამოსახლარი, რომელიც გაშლილია 600 მ²-ზე. სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, 3 კმ-ზე ადგილ ნატრუსში შემორჩენილია განვითარებული შუა საუკუნეების „ლაკოს“ დარბაზული ეკლესია.[2]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 513 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[3]646308338
2014[1] 513271242
  1. 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. დიღმელაშვილი ქ., ყვავაძე დ., ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ისტორიული ძეგლები, თბ., 2021. — გვ. 47–53.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II