გიორგეთი
| სოფელი | |
|---|---|
|
გიორგეთი | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | კახეთი |
| მუნიციპალიტეტი | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| თემი | გიორგეთი |
| კოორდინატები | 41°49′10″ ჩ. გ. 46°04′10″ ა. გ. / 41.81944° ჩ. გ. 46.06944° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 250 მ |
| მოსახლეობა | 607[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 95,6 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
გიორგეთი (ყოფ. ორჯონიკიძე) — სოფელი საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციულ ერთეულ გიორგეთის ცენტრი (სოფლები: გუჯარეთი, ვერხვის მინდორი, ლაფნიანი, ფიჩხისბოგირი).
მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე კაბალის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 250 მ-ზე, ლაგოდეხიდან 19 კმ-ში.
სოფელი გიორგეთი დააარსეს 1919 წელს სოფელ ალაგირიდან (ჩრდილოეთი ოსეთი) ლტოლვილმა ქართველებმა (ძირითადად რაჭველებმა), რომელთაც საქართველოს ხელისუფლებამ მაშინდელ სიღნაღის მაზრაში, ალაზნის გაღმა, კაბალად წოდებულ ადგილას მიწა გამოუყო.[2][3] 1930-იან წლებში სოფელს დაერქვა ორჯონიკიძე. 1990 წელს დაუბრუნდა ძველ სახელი. საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეთამბაქოეობა, მემინდვრეობა, მევენახეობა, მესაქონლეობა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2024 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 540 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[4] | 736 | 354 | 382 |
| 2014[1] | 302 | 305 | |
| 2024[5] | 259 | 281 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 590.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 16.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ლობჯანიძე ილია, ალაგირის ქართველების მდგომარეობა, გაზ. „ერთობა“, 1920, №56. — გვ. 3.
- ↑ მეტრეველი მაქსიმე, ალაგირელი ქართველები, ჟურნ. „მნათობი“, 1959, №12. — გვ. 140.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024. საქსტატი (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 25 ივნისი, 2026.
| ||||||||||