ლაგოდეხისწყალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლაგოდეხისწყალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სიგრძე 31 კმ
აუზის ფართობი 98 კმ²

ლაგოდეხისწყალი — მდინარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მაწიმისწყლის მარჯვენა შენაკადი. იწყება კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2995 მ-ზე, სიგრძე 31 კმ, აუზის ფართობი 98 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები – შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 2,5 მ3/წმ. გამოყენებულია სარწყავად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]