ქვემო გურგენიანი
| სოფელი | |
|---|---|
|
ქვემო გურგენიანი | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | კახეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ნინიგორი |
| კოორდინატები | 41°50′18″ ჩ. გ. 46°12′30″ ა. გ. / 41.83833° ჩ. გ. 46.20833° ა. გ. |
| მოსახლეობა | 357[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ქვემო გურგენიანი — სოფელი საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ნინიგორის ადმინისტრაციული ერთეულში (კახეთის მხარე).
მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე ნინოსხევის (ალაზნის სისტემა) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 440 მ-ზე, ლაგოდეხიდან 11 კმ-ში.
სოფელი გურგენიანი შეიქმნა XX საუკუნის დასაწყისში ძირითადად დასავლეთ საქართველოდან გადმოსული მოსახლეობით (ტოპონიმი ახალწარმოქმნილია). 2000-იან წლებში ოფიციალურად გაიყო ორ სოფლად: ზემო გურგენიანი და ქვემო გურგენიანი. სოფლის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს შუა საუკუნეების ციხე-სახლის და წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევები.[2] ქვემო გურგენიანის ჩრდილოეთით, მდ. ნინოსხევის ხეობაში არის გურგენიანის (ნინოსხევის) ჩანჩქერი.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 357 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2014[1] | 357 | 184 | 173 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 312.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
- ↑ დიღმელაშვილი ქ., ყვავაძე დ., ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ისტორიული ძეგლები, თბ., 2021, ISBN 978-9941-8-3699-2. — გვ. 24-25.
| ||||||||||