ვარდისუბანი (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
ვარდისუბანი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
თემი | ვარდისუბანი |
კოორდინატები | 41°46′12″ ჩ. გ. 46°08′38″ ა. გ. / 41.77000° ჩ. გ. 46.14389° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 240 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1036[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,5 % რუსები 0,8 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ვარდისუბანი — სოფელი საქართველოში (კახეთის მხარე), ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ვარდისუბანი, მშვიდობიანი, საქობო, სვიდება).
მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, ლაგოდეხი–წნორის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 240 მ-ზე, ლაგოდეხიდან 15 კმ-ში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გვიანდელ შუა საუკუნეებში ვარდისუბნის მიდამოები ჭიაურის მოურავთა — ჩოლოყაშვილთა მიწებში შედიოდა. თანამედროვე სოფელი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე რუსეთიდან ჩამოსახლებულმა კოლონისტებმა შექმნეს ნოვო-ვორონცოვკის (შედგომში — ვორონცოვკა) სახელწოდებით. 1908 წელს სოფელში 172 მცხოვრები იყო, ეთნიკურად რუსები.[2] 1918 წლისთვის სოფელში მნიშვნელოვანი ქართულენოვანი მოსახლეობა გაჩნდა და სოფელს ვარდისუბანი ეწოდა. 1923 წელს ვარდისუბნის მოსახლეობა უკვე 553 იყო, ძირითადად ქართველები.[3]
სოფლის აღმოსავლეთ ნაწილში ნაწილში შემორჩენილია გვიანდელი შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესიის ნანგრევი მინაშენით — შესაძლოა ჩოლოყაშვილების მოღვაწეობის კვალი. სოფლის ცენტრში დგას XX საუკუნის დასაწყისის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელიც გოთიკურ სტილში აშენებული კუპელჰალეს ტიპის ნაგებობაა. ზოგჯერ მას, ქართული არქიტექტურისთვის უჩვეულო ფორმების გამო, შეცდომით კირხედ (გერმანულ ეკლესიად) მოიხსენიებენ.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1036 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 1379 | 668 | 711 |
2014[1] | ![]() |
513 | 523 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვარდისუბანი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
- დიღმელაშვილი ქ., ყვავაძე დ., ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ისტორიული ძეგლები, თბ., 2021. — გვ. 25-27.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ Кавказский календарь на 1910 год: 65-й год. Ч. 1, Тифлис, 1909. — с. 215.
- ↑ 1923.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|