გომბორი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
გომბორი | |
---|---|
![]() გომბორი შესართავთან | |
ქვეყანა |
![]() |
სათავე | გომბორის უღელტეხილის მახლობლად |
სათავის სიმაღლე | 1550 მ |
შესართავი | იორი |
სიგრძე | 13 კმ |
გომბორი — მდინარე საქართველოში, გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. სიგრძე 13 კმ. სათავე აქვს გომბორის უღელტეხილის მახლობლად, ზღვის დონიდან 1550 მ-ზე. ერთვის მდინარე იორს მარცხნიდან სოფელ ოთარაანთან. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 90.