მინგეჩაურის წყალსაცავი
იერსახე
| მინგეჩაურის წყალსაცავი | |
|---|---|
| აზერ. Mingəçevir su anbarı | |
|
მინგეჩაურის წყალსაცავის ხედი ორბიტიდან | |
| კოორდინატები: 40°47′20″ ჩ. გ. 47°01′40″ ა. გ. / 40.78889° ჩ. გ. 47.02778° ა. გ. | |
| ქვეყანა |
|
| ზღვის დონიდან | 71 მ |
| სიგრძე | 70 კმ |
| სიგანე | 18 კმ |
| ფართობი | 605 კმ² |
| მოცულობა | 16,1 კმ³ |
| უდიდესი სიღრმე | 75 მ |
| საშუალო სიღრმე | 27 მ |
| ჩაედინება | მტკვარი, იორი, ალაზანი |
| გამოედინება | მტკვარი |
მინგეჩაურის წყალსაცავი (აზერ. Mingəçevir su anbarı) — წყალსაცავი აზერბაიჯანის მინგეჩაურის რაიონში, მდინარე მტკვარზე. ზღვის დონიდან 71 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე — 70 კილომეტრი, სიგანე — 18 კილომეტრი. ზედაპირის ფართობი — 605 კმ². მოცულობა — 16,1 კმ³. უდიდესი სიღრმე — 75 მეტრი, საშუალო სიღრმე — 27 მეტრი. შეიქმნა ენერგეტიკული მიზნებისათვის, ასევე მდინარე მტკვრის ქვემო დინებაში წყალდიდობის თავიდან ასაცილებლად. გამოიყენებენ სარწყავად. მისგან სათავეს იღებს ზემოყარაბაღისა (172 კმ.) და ზემოშირვანის (123 კმ.) სარწყავი არხები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 708.