უჯარმის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უჯარმის ციხე
Ujarma from road site.JPG
კოორდინატები: 41°48′41″ ჩ. გ. 45°09′16″ ა. გ. / 41.81139° ჩ. გ. 45.15444° ა. გ. / 41.81139; 45.15444
სტატუსი დანგრეული
ისტორია
თარიღდება III საუკუნით
უჯარმის ციხე (საქართველო)
Noun Project - Castle tower.svg
Ujarma fortress plan.JPG

უჯარმა — ისტორიული ციხე-ქალაქი საქართველოში. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის ჩრდილოეთით 4 კმ-ის დაშორებით, გომბორის უღელტეხილის მახლობლად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის, თბილისი-თელავის პირას, ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინცია გარე კახეთში, მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატა
„ასფაგურ აღაშენა ციხე-ქალაქი უჯარმა“
(ლეონტი მროველი, „ქართლის ცხოვრება“)

უჯარმის აშენების პერიოდად III-IV საუკუნეთა მიჯნა, მეფე ასფაგურის მეფობის პერიოდი მიიჩნევა. მის გამშვენება-განმტკიცებაზე ზრუნავდნენ ვახტანგ გორგასალი ვახტანგ გორგასალი და დაჩი. მათ დროს აიგო ციტადელი მძლავრი კოშკებითა და მტკიცე კედლბით, სასახლეებით და ეკლესიებით. მას შემდეგ რაც ვახტანგმა V-მ საუკუნის მეორე ნახევარში უჯარმა თავის ერთ-ერთ რეზიდენციად აქცია, ციხე-ქალაქმა განსაკუთრებული აღმავლობა განიცადა. IV-VIII საუკუნეებში უჯარმა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის ისტორიაში.

914 წელს უჯარმა არაბებმა აიღეს და დაარბიეს. ამის შემდეგ უჯარმის მნიშვნელობა ეცემა და არსებობას განაგრძობს, როგორც მცირე დასახლებული პუნქტი. XII საუკუნეში უჯარმა აღადგინა მეფე გიორგი III-მ (1156–1184 წწ.) და თავის განძთსაცავად აქცია.

XIII საუკუნეში მონღოლთა ბატონობამ, XV საუკუნის მიწურულს საქართველოს სამეფოს დაშლამ სამეფო-სამთავროებად დაშლამ თანდათანობით დასცა უჯარმის მნიშვნელობა და ერთ დროს აყვავებული ქალაქი პატარა დაბად აქცია.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხე-ქალაქი აგებულია მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე მაღალ გორაზე და წარმოადგენდა ივრის ვიწრო გასასვლელის ჩამკეტ კარიბჭეს. ქალაქს რამდენიმე კარი ჰქონდა. მთავარი კარი ციხის დასავლეთით იყო. ციხე-ქალაქის მთავარ ციტადელში ჩატანებულია სადარაჯო კოშკები. ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთით კუთხეში აღმოჩენილია ორსართულიანი საცხოვრებელი ნაგებობის ნანგრევები.

ციხეში ჩაშენებულია ჯვარპატიოსანის სახელობის ორსართულიანი ეკლესია. პირველი სართული შედარებით ძველია, მეორე სართული X-XI საუკუნეებში დააშენეს[1]. დაშენებული ეკლესია მაღალი ცალნავიანია, სარკმლები დატანებული აქვს აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარეს. ეკლესიის კედლები აგებულია ქვის მსხვილი ფილებით და ნაწილობრივ ძველი წყობის კვადრებით.

ციხის გალავანი გრძელდებოდა ჩრდილოეთით მხრიდან, დამრეც კლდოვან ფერდობზე, მდინარის ნაპირამდე. ამ კედლებში თანაბარ მანძილზე 9 კოშკი იყო ჩატანებული. კოშკების მეორე და მესამე სართულები განკუთვნილი იყო მეციხოვნე ჯარისათვის საცხოვრებლად. კოშკებს ჰქონდა დახურული, ბანური სახურავი. ბანის პერიმეტრზე ყოფილა ქონგურები, ხოლო მათ უკან დერეფანი-გასასვლელი.

მდინარე ივრის პირას შემორჩენილია კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია. მისი კედლები ქვიშაქვით და აგურითაა ნაგები, ლავგარდანი რომბული წყობისაა. სამხრეთის მხრიდან მიშენებულია ახალი ეკლესია, რომლის ქვეშ მოწყობილია საძვალე. შეიმჩნევა ძველი კედლის კვალი. სავარაუდოდ, აქ უნდა ყოფილიყო მეფე ასფაგურის მიერ აშენებული ციხის ნაშთები.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გათხრების შედეგად ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩენილია მინისა და ბრინჯაოს სამაჯურები; ბრინჯაოს ბეჭდები და ღილები, საზედაშე ქვევრები, თონე, საფლავები (XII-XIII სს).

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯარმაში გარდაიცვალა მძიმედ დაჭრილი ვახტანგ გორგასალი.
  • ჟურნალმა Forbes-მა უჯარმა 2012 წელს შეიყვანა მსოფლიოს 9 ყველაზე უძველესი ციხესიმაგრის სიაში[2].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ირაკლი ციციშვილი, უჯარმა, ძეგლის მეგობარი, №. 6, გვ. 27, თბ., 1966 წელი.
  2. 9 самых древних крепостей мира