შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბისეკის დროშა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (ინგლ. Black Sea Economic Cooperation, აკრონიმი BSEC – ბისეკი) — შეიქმნა 1992 წლის 25 ივნისს თერთმეტი ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურთა მიერ სტამბოლის სამიტის დეკლარაციისა და ბოსფორის შეთანხმების ხელმოწერით. ორგანიზაციის მიზანი მრავალმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ინიციატივების მხარდაჭერა და წევრ ქვეყანათა შორის ინტეგრაციისა და ჰარმონიული თანაარსებობის წახალისებაა შავი ზღვის რეგიონში.

1999 წლის 1 მაისს ბისეკის ქარტიის ძალაში შესვლის დღიდან ორგანიზაციამ საერთაშორისო იურიდიული პირის ძალაუფლება მიიღო და სრულუფლებიან რეგიონალურ ეკონომიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნა. 2004 წლის აპრილში ორგანიზაციაში სერბეთის შესვლით წევრთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა.

ბისეკის შტაბ–ბინა – მუდმივი საერთაშორისო სამდივნო სტამბოლში შეიქმნა 1994 წლის მარტში. ორგანიზაცია მჭიდრო კავშირშია შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან — საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომლის შტაბ–ბინა სალონიკში მდებარეობს.

წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  ბისეკის წევრი ქვეყნები
  ბისეკის დამკვირვებელი ქვეყნები

დამფუძნებელი წევრები არიან:

შემოერთებული წევრები:

ქვეყნების დროშა: კვიპროსი კვიპროსი და ჩერნოგორიის დროშა მონტენეგრო კანდიდატურას თურქეთმა ვეტო დაადო (ამ ქვეყნებთან მიმდინარე პოლიტიკური უთანხმოების გამო).[1]

  წევრები
  დამკვირვებლები

დამკვირვებელი ქვეყნებია:

გვიანდელი დამკვირვებლები:

დამკვირვებელი ორგანიზაციებია:

მიმდინარე პერიოდში ორგანიზაციის თავმჯდომარეა რუმინეთი (1 იანვარი 2011 - 30 ივნისი 2011).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]