სვიმონ ახმეტელაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ახმეტელაშვილი, სიმონ)
Jump to navigation Jump to search
სიმონ ახმეტელაშვილი
დაბ. თარიღი 1879
ანაგა, სიღნაღის რაიონი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 30 დეკემბერი, 1937
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სასულიერო სემინარია
საქმიანობა პოლიტიკოსი
ნათესავები სტეფანე ახმეტელი (ძმა)

სვიმონ გიორგის ძე ახმეტელაშვილი (დ. 1879, სიღნაღის მაზრა, ანაგა — გ. 28 დეკემბერი, 1937, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, პროფესიით ვეტერინარი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვიმონ გიორგის ძე ახმეტელაშვილი დაიბადა 1879 წელს, სიღნაღის მაზრის სოფელ ანაგაში. უმაღლესი განათლება მიიღო დორპატის (ტარტუს) ვეტერინარიულ ინსტიტუტში. 1900 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; 1905 წლიდან მუშაობდა მენშევიკურ ფრაქციაში. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მობილიზებული იყო არმიის ვეტერინარიულ ნაწილში. 1917 წლიდან იყო ამიერკავკასიის ვეტერინარ ექიმთა საბჭოს წევრი. 1919 წლამდე მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვეტერინარიულ-სანიტარული განყოფილების გამგის თანაშემწედ. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო აგრარული კომიტეტის წევრი, სახალხო ჯანმრთელობის კომისიის მდივანი. 1921 წელს იყო საქართველოს სამხედრო სამინისტროს ვეტერინარიული ნაწილის საგანგებო რწმუნებათა ჩინოვნიკი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის მიუხედავად დარჩა საქართველოში. ამის შემდგომ იგი ძმასთან — სტეფანე ახმეტელაშვილთან ერთად 6 თვით გადაასახლეს რიაზანის საკონცენტრაციო ბანაკში. სტეფანე ახმეტელაშვილი ეტაპირებისას ტიფით გარდაიცვალა.

სასჯელის მოხდის შემდეგ სვიმონ ახმეტელაშვილი დაბრუნდა საქართველოში და ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში. ჩართული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. მეორედ იგი 1922 წლის 18 აგვისტოს ანტისაბჭოთა აგიტაციის ბრალდებით დააპატიმრეს. 1930 წლის 23 თებერვალს, განსაკუთრებულმა სათათბირომ ვადაზე ადრე გაათავისუფლა გადასახლებიდან. 1937-1938 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს სვიმონ ახმეტელაშვილი კვლავ დააპატიმრეს და 1937 წლის 28 დეკემბერს დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენი იმავე ღამეს აღასრულეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. I, გვ. 302, თბ., 1997 წელი.
  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 165-166.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]