სტეფანე ახმეტელი
სტეფანე გიორგის ძე ახმეტელი (ახმეტელაშვილი) | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1877 |
დაბადების ადგილი | ანაგა |
გარდაცვალების თარიღი | 1922 |
კუთვნილება | რუსეთის იმპერია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
ჯარის სახეობა | ქვეითი ჯარი |
წოდება | გენერალ-მაიორი |
ბრძოლები/ომები |
რუსეთ-იაპონიის ომი პირველი მსოფლიო ომი სომხეთ-საქართველოს ომი წითელი არმიის შემოჭრა საქართველოში |
ჯილდოები | წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-4 ხარისხის ორდენი, Order of St. Anna 2nd class with swords, Order of St. Anne 3rd class with swords and bow და წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი |
სტეფანე გიორგის ძე ახმეტელი (ახმეტელაშვილი) (დ. 1877 — გ. 1922) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1918).
დაამთავრა კადეტთა კორპუსი და სამხედრო სასწავლებელი სუმიში (უკრაინა). მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა (დაჯილდოვდა წმ. ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით) და პირველ მსოფლიო ომში (პოლკოვნიკი). საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (1918 წ.) მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება; სარდლობდა კორპუსს, ტფილისის გარნიზონის ეროვნული გვარდიის ნაწილებს, 1921 წ. საბჭოთა რუსეთის თავდასხმის დროს — სასაზღვრო ჯარებს. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დააპატიმრეს გენერალ ჭავჭავაძესა და გენერალ თავაძესთან ერთად და მოსკოვში გაგზავნეს. მოკლეს გზაში, რიაზანის ციხეში; ოფიციალური ვერსიით გარდაიცვალა ტიფით.
სტეფანე ახმეტელის უმცროსი ძმა იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი სიმონ (სიკო) ახმეტელაშვილი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბილისი, 2015. — გვ. 17, ISBN 978-9941-0-7386-1.
- (რუსული) Джавахишвили Н.Г. Грузины под Российским Флагом: Грузинские военные и государственные деятели на службе России в 1703-1917, с. 86. Тбилиси: Издательство Тбилисского университета, 2003.