ზნაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ყორნისი (დაბა))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დაბა
ზნაური
Znaur.jpg
ზნაურ აიდაროვის ძეგლი ზნაურში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი თიღვის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°11′39″ ჩ. გ. 43°46′18″ ა. გ. / 42.19417° ჩ. გ. 43.77167° ა. გ. / 42.19417; 43.77167
ადრეული სახელები ოქონა, ყორნისი (1991-2006)
ამჟამინდელი სტატუსი 1972
ცენტრის სიმაღლე 786 მეტრი
მოსახლეობა 451 კაცი (2015)
სატელეფონო კოდი +995 374[1]
საფოსტო ინდექსი 4500[2]
ზნაური — საქართველო
ზნაური

ზნაურიდაბა საქართველოში, თიღვის მუნიციპალიტეტში.[3] ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე შუა ფრონის (დასავლეთ ფრონის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან 790 მეტრი, ცხინვალიდან 25 კილომეტრი, აგარიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 22 კმ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასახლების ძველი სახელია ოქონა. 1933 წელს სახელი ეწოდა ოსი რევოლუციონერის, საბჭოთა ხელისუფლებისათვის მებრძოლი ზნაურ აიდაროვის პატივსაცემად. 1936-1991 წლებში იყო ზნაურის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 1972 წელს მიენიჭა დაბის სტატუსი და იყო ყოფილი სადაბო საბჭოს ცენტრი (შედიოდა: ალიბარი, ახალსოფელი , ზემო ოქონა, თიღვა, ისაკყაუ, ნაბაკევი, ნედლათი, სუნისი, ქვემო ოქონა, შინდარა, ხუნდისუბანი). 1991 წელს ეწოდა ყორნისი და დაკარგა რაიონული ცენტრის სტატუსი, რადგან ზნაურის რაიონი შეუერთდა ქარელის რაიონს.[4]. 1990-იანი წლების დასაწყისიდან ოკუპირებულია რუსეთის მიერ და დე-ფაქტო აკონტროლებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული დაყოფით შედის ზნაურის რაიონში, არის ამავე რაიონის და სადაბო საბჭოს (12 სოფელი) ცენტრი. საქართველოს კანონმდებლობით 2006 წლიდან ზნაურის სახელწოდებით შედის თიღვის მუნიციპალიტეტის თიღვის ადმინისტრაციულ ერთეულში.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1959 594
1970 Increase2.svg 694
1979 Increase2.svg 763
1989 Decrease2.svg 755
2015 [5] Decrease2.svg 451 210 241

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
  2. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  3. მუნიციპალიტეტების რეესტრი
  4. საქართველოს რესპუბლიკის კანონი ცხინვალისა და ყორნისის რაიონების გაუქმების შესახებ, 1991 წლის 27 აპრილი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 4 გვ. 84 1991 წ
  5. Итоги всеобщей переписи населения Республики Южная Осетия 2015 года