შინაარსზე გადასვლა

ლაშე (თიღვის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლაშე (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ლაშე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი თიღვის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°06′57″ ჩ. გ. 43°50′04″ ა. გ. / 42.11583° ჩ. გ. 43.83444° ა. გ. / 42.11583; 43.83444
ლაშე (თიღვის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ლაშე (თიღვის მუნიციპალიტეტი)

ლაშე, ლაშე ქვათეთრი — სოფელი საქართველოში, თიღვის მუნიციპალიტეტის ავნევის ადმინისტრაციულ ერთეულში (შიდა ქართლის მხარე).[1]

მდებარეობს მდ. ღაღურის (შუა ფრონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 800 მ-ზე, სოფელ თიღვიდან 7 კმ-ის დაშორებით.

საბჭოთა პერიოდში, 1922–1990 წლებში შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ზნაურის (ყორნისის) რაიონში (ძვილეთის სასოფლო საბჭო). უშუალოდ ემიჯნებოდა სოფელ შუა ქვათეთრს. ასევე იწოდებოდა „ლაშე ქვათეთრის“ სახელით. 1991 წელს ოფიციალურად გადაეცა ქარელის რაიონს, 2006 წელს — თიღვის მუნიციპალიტეტს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ სოფელი ვერ კონტროლდებოდა. 1989 წლის აღწერით ლაშეში იყო 33 მცხოვრები (ოსები).

  1. თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7, 2022 წლის 4 ივლისი. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.