თებოთა
იერსახე
თებოთა — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, თიღვის მუნიციპალიტეტში თერეგვანის ადმინისტრაციულ ერთეულში.
მდებარეობს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 900 მ-ზე, მდინარე ოჟორულის (შუა ფრონის მდგენელი) მარცხენა მხარეს, თიღვიდან 68 კმ-ში. 1922-1991 წლებში შედიოდა ყოფ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ზნაურის რაიონში. 1989 წლის აღწერით სოფელში იყო 66 მცხოვრები, ძირითადად ოსები.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 631.