შუა ქვათეთრი
| სოფელი | |
|---|---|
|
შუა ქვათეთრი | |
| ქვეყანა |
|
| მუნიციპალიტეტი | თიღვის მუნიციპალიტეტი |
| კოორდინატები | 42°07′14″ ჩ. გ. 43°50′26″ ა. გ. / 42.12078694° ჩ. გ. 43.84055611° ა. გ. |
შუა ქვათეთრი — სოფელი საქართველოში, თიღვის მუნიციპალიტეტის ავნევის ადმინისტრაციულ ერთეულში (შიდა ქართლის მხარე).[1]
მდებარეობს მდინარეების შუა ფრონისა და აღმოსავლეთის ფრონის წყალგამყოფზე, ზღვის დონიდან 800 მ-ზე, სოფელ თიღვიდან 9 კმ-ის დაშორებით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი „ქვათეთრისის“ სახელით იხსენიება იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერაში“ (XVIII საუკუნის მიწურული) ფცის ხეობის სოფლებს შორის.[2] საბჭოთა პერიოდში, 1922–1990 წლებში შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ზნაურის (ყორნისის) რაიონში. არსებობდა ზემო ქვათეთრი, ლაშე ქვათეთრი (ლაშე) და შუა ქვათეთრი (ძვილეთის სასოფლო საბჭო). 1991 წელს ოფიციალურად გადაეცა ქარელის რაიონს, 2006 წელს — თიღვის მუნიციპალიტეტს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ სოფელი ვერ კონტროლდებოდა. 2014 წელს ცხინვალის სეპარატისტულმა მთავრობამ ზემო ქვათეთრს და შუა ქვათეთრს უწოდა „ურსდურთა“ (ოს. Урсдур, Урс дуртæ). 1989 წლის აღწერით შუა ქვათეთრში იყო 36 მცხოვრები (ოსები).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 52.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7, 2022 წლის 4 ივლისი. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.
- ↑ ბაგრატიონი იოანე, ქართლ-კახეთის აღწერა (ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თინა ენუქიძემ და გურამ ბედოშვილმა), თბ, 1986. — გვ. 43.