თიღვის მუნიციპალიტეტი, ოფიციალურად სსიპ თიღვის მუნიციპალიტეტი (ს/ნ. 240892986)[1] — დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამიტომ მუნიციპალიტეტის ორგანები ფუნქციონირებს თბილისში. მუნიციპალიტეტი შეიქმნა 2006 წელს, მასში შედის 1 დაბა და 24 სოფელი და დაყოფილია 6 ადმინისტრაციულ ერთეულად (ახალშენი, თიღვა, ოქონა, ლოპანი, ავნევი, ნული). მუნიციპალიტეტის ცენტრია სოფელი ავნევი.