შინაარსზე გადასვლა

ზემო ყორნისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყორნისი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ზემო ყორნისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი თიღვის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°16′37″ ჩ. გ. 43°49′48″ ა. გ. / 42.27722000° ჩ. გ. 43.83000000° ა. გ. / 42.27722000; 43.83000000
ზემო ყორნისი — საქართველო
ზემო ყორნისი

ზემო ყორნისი — სოფელი საქართველოში, თიღვის მუნიციპალიტეტის ნულის ადმინისტრაციულ ერთეულში (შიდა ქართლის მხარე).[1]

მდებარეობს მდ. ტილიანის (აღმოსავლეთის ფრონის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე, ზღვის დონიდან 980 მ-ზე, სოფელ თიღვიდან 15 კმ-ის და დაბა ყორნისიდან 14 კმ-ის დაშორებით.

საბჭოთა პერიოდში, 1922–1990 წლებში შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ზნაურის (ყორნისის) რაიონში. 1991 წელს ოფიციალურად გადაეცა ქარელის რაიონს, 2006 წელს — თიღვის მუნიციპალიტეტს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ სოფელი ვერ კონტროლდებოდა.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

აღწერის წელიმოსახლეობაეთნიკური შემადგენლობა
198943ოსები
2015 (არაღიარებული)32[2]ოსები
  1. თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7, 2022 წლის 4 ივლისი. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.
  2. Итоги всеобщей переписи населения Республики Южная Осетия 2015 года / Ответственные за выпуск: И. Р. Тибилов, Т. В. Базаев, Р. Р. Зассеева, М. Э. Пухаева, А. В. Сиукаева, М. Х. Гучмазова. — Цхинвал: Управление государственной статистики Республики Южная Осетия, 2016.