დიდმუხა
იერსახე
| სოფელი | |
|---|---|
|
დიდმუხა | |
| ქვეყანა |
|
| მუნიციპალიტეტი | თიღვის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ავნევი |
| კოორდინატები | 42°10′32″ ჩ. გ. 43°52′53″ ა. გ. / 42.1758306° ჩ. გ. 43.8813889° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 800 მ |
| მოსახლეობა | 159 (2015)[1] |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
| საავტომობილო კოდი | RSO |
დიდმუხა — სოფელი საქართველოში, თიღვის მუნიციპალიტეტში (ავნევის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე აღმოსავლეთის ფრონის ნაპირას, ზღვის დონიდან 800 მ-ზე. ყორნისიდან დაშორებულია 23 კმ-ით, ცხინვალიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) — 12 კილომეტრით.
სოფელი 1922-1990 წლებში შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ზნაურის რაიონში, ოლქის გაუქმების შემდეგ, 1990-2006 წლებში — ქარელის რაიონში, 2006 წლიდან — თიღვის მუნიციპალიტეტში. 1989 წლის აღწერით სოფელში იყო 224 მცხოვრები (ძირითადად ოსები). 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად დიდმუხა არ ექვემდებარება საქართველოს ხელისუფლების კონტროლს; 2008 წლიდან, საქართველოს კანონმდებლობით, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიაა. სოფლის ოსური სახელია თულძითა (ოს. Тулдзытæ).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 541.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 424.