მალდა
იერსახე
მალდა — სოფელი საქართველოში, თიღვის მუნიციპალიტეტში (ყორნისის თემი). მდებარეობს მდინარე აღმოსავლეთის ფრონის ხეობაში. ზღვის დონიდან 900 მეტრი, ყორნისიდან 12 კილომეტრი.[1]
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991 წლამდე შედიოდა ზნაურის რაიონის შემადგენლობაში.
არქეოლოგიური ძეგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1955 წელს შიდა ქართლის დაზვერვითმა ექსპედიციამ მალდაში მიაკვლია გვიანი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორას.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 385.
- ↑ გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989. — გვ. 8, ISBN 5-520-00154-5.