შინაარსზე გადასვლა

ზემო ძაღინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზემო ძაღინა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი თიღვის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°13′38″ ჩ. გ. 43°44′30″ ა. გ. / 42.227288306° ჩ. გ. 43.741710194° ა. გ. / 42.227288306; 43.741710194
ზემო ძაღინა — საქართველო
ზემო ძაღინა

ზემო ძაღინასოფელი საქართველოში, თიღვის მუნიციპალიტეტის ახალშენის ადმინისტრაციულ ერთეულში (შიდა ქართლის მხარე).[1] მდებარეობს მდ. შუა ფრონის (მტკვრის აუზი) ხეობაში, ზღვის დონიდან 920 მ-ზე, თიღვიდან 2 კმ-ში, დაბა ყორნისიდან 5,5 კმ-ში.

ზემო ძაღინა ისტორიული ძაღინის ნაწილია. 1990 წლამდე ზემო ძაღინა შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ზნაურის (ყორნისის) რაიონში (თერეგვანის სასოფლო საბჭო). 1991 წელს ოფიციალურად გადაეცა ქარელის რაიონს, 2006 წელს — თიღვის მუნიციპალიტეტს. საქართველოს ხელისუფლების მიერ სოფელი ვერ კონტროლდებოდა. ამავე პერიოდში „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ სეპარატისტული რეჟიმმა სოფლები ზემო ძაღინა და ქვემო ძაღინა ადმინისტრაციულად გააერთიანა ძაღინას სახელწოდებით.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

სოფლის მახლობლად შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხე და ფალავანდიშვილების კუთვნილი XVII–XVIII საუკუნეების დაზიანებული კოშკები, ასევე ამაღლების ეკლესია ზემო ძაღინის სოფლის სასაფლაოზე.

აღწერის წელიმოსახლეობაეთნიკური შემადგენლობა
198943ოსები
2015 (არაღიარებული)268 (ზემო და ქვემო ძაღინა)[2]ოსები
  1. თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7: ადმინისტრაციული ერთეულებისა და რუკის დამტკიცების შესახებ, 2022 წლის 4 ივლისი. «საქართველოს საკანონმდებლო მაცნე».
  2. Итоги всеобщей переписи населения Республики Южная Осетия 2015 года / Ответственные за выпуск: И. Р. Тибилов, Т. В. Базаев, Р. Р. Зассеева, М. Э. Пухаева, А. В. Сиукаева, М. Х. Гучмазова. — Цхинвал: Управление государственной статистики Республики Южная Осетия, 2016.