ზემო ოქონა
ზემო ოქონა — სოფელი საქართველოში, თიღვის მუნიციპალიტეტის ოქონის ადმინისტრაციულ ერთეულში (შიდა ქართლის მხარე).[1]
მდებარეობს მდინარე შუა ფრონის (მტკვრის აუზი) ხეობაში, ზღვის დონიდან 880 მ-ზე, თიღვიდან 3 კმ-ში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიულად იყო სოფელ ოქონის ნაწილი. საბჭოთა პერიოდში, 1922–1990 წლებში შეიყვანეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ზნაურის რაიონში. 1989 წლის აღწერით იყო 81 მცხოვრები, ძირითადად ქართველები. ოლქის გაუქმების შემდეგ, ზემო ოქონა ოფიციალურად შედიოდა ქარელის რაიონში, 2006 წლიდან — თიღვის მუნიციპალიტეტში. საქართველოს იურისდიქცია სოფელზე არ ვრცელდებოდა.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.}
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 349.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 510.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ თიღვის მუნიციპალიტეტი — საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი.