ზნაურ აიდაროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ზნაურ აიდაროვი
დაბ. სახელი ზნაურ აიდაროვი
დაბ. თარიღი ნოემბერი 1889
სოფ. ყადგარონი, თერგის ოლქი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 14 ნოემბერი 1919
სოფ. ხცისი, გორის მაზრა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ეროვნება ოსი
პროფესია რევოლუციონერი

ზნაურ ზაურბეგის ძე აიდაროვი (დ. 1889 სოფ. ყადგარონი, ახლანდელი არდონის რაიონი, ჩრდილოეთ ოსეთი — გ. 14 ნოემბერი, 1919, სოფ. ხცისი, ახლანდ. ხაშურის მუნიციპალიტეტი) — რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში. ოსეთის ბოლშევიკური ორგანიზაციის ერთ-ერთი შემქმნელი. კომპარტიის წევრი 1914 წლიდან.

დაიბადა გლეხის ოჯახში. 1914 წელს მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში. 1918 წელს კავკასიის სამხარეო კომიტეტმა გაგზავნა სამხრეთ ოსეთში, სადაც ჩამოაყალიბა პარტუჯრედები, შექმნა შეიარაღებული რაზმები. 1919 წელს მონაწილეობდა სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭოს ყრილობის ბოლშევიკური ფრაქციის მუშაობაში; იყო რსდმპ (ბ) და კავკასიის სამხარეო კომიტეტის სამხედრო-რევოლუციური შტაბის წევრი, გორის მაზრის აჯანყებულთა რაზმების შტაბის უფროსი და სოფელ ხცისის პირველი რევკომის თავმჯდომარე.

აჯანყების დამარცხების შემდეგ აიდაროვი მენშევიკებმა შეიპყრეს და დახვრიტეს. ზნაურ აიდაროვის პატივსაცემად 1931 წელს ოქონის რაიონს ზნაურის რაიონი ეწოდა (იარსება 1991 წლამდე).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]