არკნეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
არკნეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი თიღვის მუნიციპალიტეტი
თემი ნული
კოორდინატები 42°13′24″ ჩ. გ. 43°50′52″ ა. გ. / 42.22333° ჩ. გ. 43.84778° ა. გ. / 42.22333; 43.84778
ცენტრის სიმაღლე 885
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
არკნეთი — საქართველო
არკნეთი
არკნეთი — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
არკნეთი
არკნეთი — თიღვის მუნიციპალიტეტი
არკნეთი

არკნეთი[1]სოფელი საქართველოში, თიღვის მუნიციპალიტეტში, ნულის თემში.[2] მდებარეობს მდინარე აღმოსავლეთის ფრონის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 885 მეტრი, ყორნისიდან 17 კილომეტრი.[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიულ წყაროებში ცნობილია როგორც ერკნეთი. ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს:

ვიკიციტატა
„წუნარის-ჴევს ზეით არს ეკლესია ერკნეთს; დგანან მთაწმიდის მონაზონნი ბერძენნი“

ამ სოფელში იერუსალიმის ჯვრის მონასტერს ჰქონია მამული.[4] მოხსენიებულია იოანე ბაგრატიონის 1794–1799 წლების აღწერაში.[5] 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის მიერ და დე-ფაქტო აკონტროლებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული დაყოფით შედის ზნაურის რაიონში, ყორნისის თემში.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 117
2002 62
2015 [6] 108 51 57

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შიდა ქართლის 1955 წლის დაზვერვითმა ექსპედიციამ არკნეთში მიაკვლია გვიანი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორას. ადგილ „ვასაწყაროში“ აღმოჩნდა ძველი და ახალი წელთაღრიცხვის ორმოსამარხები, რომლებშიც ნაპოვნია თიხის ჭურჭელი, პასტისა და მინის მძივები, ბრინჯაოს სამკაულები, ვერცხლის ბეჭდები, რკინის სამაჯურები; ერთ-ერთ ორმოსამარხში აღმოჩენილია ძვ. წ. I საუკუნის ხუთი ვერცხლის პართული მონეტა.[7] სოფელში არის ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია.[4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989, ISBN 5-520-00154-5.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]