თანდიწყარო (თიღვის მუნიციპალიტეტი)
იერსახე
თანდიწყარო — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, თიღვის მუნიციპალიტეტში ახალშენის ადმინისტრაციულ ერთეულში.
მდებარეობს მდინარე თანდიწყაროს (შუა ფრონის შენაკადი) ნაპირას, ზღვის დონიდან 900 მ-ზე, თიღვიდან 8 კმ-ში. 1922-1991 წლებში შედიოდა ყოფ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ზნაურის რაიონში. 1989 წლის აღწერით სოფელში იყო 76 მცხოვრები, ძირითადად ოსები.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 469.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 586.