დასავლეთის ფრონე
იერსახე
| დასავლეთის ფრონე | |
|---|---|
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | შიდა ქართლის მხარე |
| მარჯვენა შენაკადები | ლოპანისწყალი, ნაცარგორისღელე |
| სათავე |
ლიხის ქედი 42°17′57″ ჩ. გ. 43°39′26″ ა. გ. / 42.2993222° ჩ. გ. 43.6572667° ა. გ. |
| სათავის სიმაღლე | 1582 მ |
| შესართავი |
ფცა 42°05′14″ ჩ. გ. 43°46′28″ ა. გ. / 42.0874778° ჩ. გ. 43.7745194° ა. გ. |
| სიგრძე | 38 კმ |
| აუზის ფართობი | 385 კმ² |
| მდინარის სისტემა | ფცა → მტკვარი → კასპიის ზღვა |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 3,3 მ³/წმ |
|
| |
დასავლეთის ფრონე[1] — მდინარე საქართველოში, თიღვისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, ფცის მარჯვენა მდგენელი. სათავე აქვს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1582 მ-ზე. სიგრძე 38 კმ, აუზის ფართობი 385 კმ². მარჯვნიდან ერთვის ლოპანისწყალი, ნაცარგორისღელე. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, არამდგრადი წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან — 3,3 მ³/წმ. იყენებენ სარწყავად.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 35.
- ↑ აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 406.