თეთრიწყარო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თეთრი წყარო)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
თეთრიწყარო
წმ. ნიკოლოზის ეკლესია (XIX ს.)
წმ. ნიკოლოზის ეკლესია (XIX ს.)
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი თეთრიწყარო
კოორდინატები 41°33′ ჩ. გ. 44°28′ ა. გ. / 41.550° ჩ. გ. 44.467° ა. გ. / 41.550; 44.467
ადრეული სახელები გარისი, აღბულაღი, ბელი-კლიუჩი
ქალაქი 1966  წლიდან
ზღვის დონიდან 1180
მოსახლეობა 3 093[1] კაცი (2014)
სატელეფონო კოდი +995 359[2]
საფოსტო ინდექსი 2300[3]
თეთრიწყარო (საქართველო)
Red pog.svg

თეთრიწყარო (ყოფილი აღბულაღი, გადაერქვა 1940 წლის 9 ოქტომბერს) — ქალაქი საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 1940 წლამდე აღბულაღი ერქვა. მდებარეობს გომერის ქედის კალთაზე, მდინარე ჭივჭავის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1180 მეტრ სიმაღლეზე.

ქალაქად გამოცხადდა 1966 წელს. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები.

თეთრიწყაროს ადგილზე მდებარეობდა ისტორიული სოფელი გარისი, შემორჩენილია სამონასტრო კომპლექსი პირღებული, რომლის ეკლესიაც XII საუკუნეშია აგებული. ქალაქის სიახლოვეს არის თეთრი წყაროს ნასოფლარი, სამშვილდის ნაქალაქარი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 3 093 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989[4] 8 642 -- --
2002[4] Decrease2.svg 4 041 -- --
2014[1] Decrease2.svg 3 093 1 433 1 660

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. 4.0 4.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). წაკითხვის თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]