შინაარსზე გადასვლა

ზირბითი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზირბითი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თემი ახალსოფელი
კოორდინატები 41°38′57″ ჩ. გ. 44°21′15″ ა. გ. / 41.64917° ჩ. გ. 44.35417° ა. გ. / 41.64917; 44.35417
ცენტრის სიმაღლე 1200 მ
მოსახლეობა 39[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზირბითი — საქართველო
ზირბითი
ზირბითი — ქვემო ქართლის მხარე
ზირბითი
ზირბითი — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ზირბითი

ზირბითი — სოფელი საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში (ქვემო ქართლის მხარე).

მდებარეობს ბედენის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდ. ბზისწყლის (ალგეთის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 1200 მ-ზე, თეთრიწყაროდან 42 კმ-ში. მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.

დღევანდელი ზირბითის ადგილას ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) რუკებზე დატანილია სოფელი ახალშენი, რომელიც ასევე მოხსენიებული ქვემო ქართლის სოფლების ვახუშტისეულ სიაში და იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერაში“. სოფელი ახალშენი ისტორიულ საბუთებში XVI საუკუნიდანაა ცნობილი. შედიოდა საბარათიანოში, შემდეგ ეკუთვნოდათ ბარათაშვილის განაყოფ გერმანოზიშვილებს.

ზირბითი სოფელს ეწოდა მას შემდეგ, რაც აქ, XIX საუკუნის II ნახევარში ორბეთის მახლობელ სოფ. ზირბითიდან (ზრბითიდან) გადმოსახლდნენ მთიულეთ-გუდამაყრიდან მიგრირებული ქართველი მთიელები. საბჭოთა პერიოდში, 1935 წლამდე სოფელი შედიოდა მანგლისის სასოფლო საბჭოში, შემდეგ — ახალსოფლის სასოფლო საბჭოში.[2]

ზირბითში, შემაღლებულ ადგილას, ხევის პირას დგას ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ეკლესია (VIII-X საუკუნეები). სოფლის განაპირას, ჩრდილოეთით, მაღალ ბორცვზე არის წინაქრისტიანული ხანის გამაგრებული საცხოვრისის ნაშთები.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 39 ადამიანი.[1]

აღწერის წელიმოსახლეობა
200277[3]
201439
  • თოდრია თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 371.
  • ლორთქიფანიძე ი., ქვემო ქართლი XVIII ს. პირველ მეოთხედში, ნაწ. 1–2, თბ., 1935. — გვ. 287.
  1. 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. ↑ საქართველოს სსრ მთავრობის კანონთა და განკარგულებათა კრებული, №17, 1935. — გვ. 3.
  3. ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.