ჭინჭრიანი
| სოფელი | |
|---|---|
|
ჭინჭრიანი | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | ქვემო ქართლი |
| მუნიციპალიტეტი | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| თემი | შეხვეტილა |
| კოორდინატები | 41°42′02″ ჩ. გ. 44°16′42″ ა. გ. / 41.70056° ჩ. გ. 44.27833° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 1300 მ |
| მოსახლეობა | 17[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა |
ოსები 53 % ქართველები 47 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ჭინჭრიანი — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შეხვეტილის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების — ზემო ჭინჭრიანის და ქვემო ჭინჭრიანის საერთო სახელწოდება (ქვემო ქართლის მხარე).
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზემო ჭინჭრიანი და ქვემო ჭინჭრიანი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ალგეთის ხეობაში, ზღვის დონიდან 1240-1300 მ-ზე, თეთრიწყაროდან 50 კმ-ში.
ზემო ჭინჭრიანი მდებარეობს მდ. ალგეთის მარცხენა შენაკადის, ჭინჭრიანისხევის ზემო წელზე. ქვემო ჭინჭრიანი ემიჯნება სოფ. არხოტს და უშუალოდ მდ. ალგეთის მარცხენა ნაპირზეა გაშენებული. ორივე სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.[2]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზემო და ქვემო ჭინჭრიანის ოფიციალური გაყოფა 2000-იან წლებში მოხდა. მანამდე ორივე სოფელი ცნობილი იყო საერთო სახელწოდებით — ჭინჭრიანი. ჭინჭრიანის მოსახლეობა XIX საუკუნეში მთიულეთიდან და გუდამაყრიდანაა გადმოსახლებული.[3] ზემო ჭინჭრიანს შესაძლოა ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზე დატანილი და იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერაში“ ზრბითის ხევის სოფლებს შორის დასახელებული კოზმანაშენი შეესაბამება, ქვემო ჭინჭრიანს კი — ვახუშტის რუკის ცხენიკალა.[4]
ჭინჭრიანის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლ. 1,5 კმ-ზე შემორჩენილია ძველი ნასოფლარის ნაშთები და მოზრდილი ეკლესიის ნანგრევი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „სამებას“ უწოდებს. ეკლესიას მთელ სიგრძეზე ახლავს მინაშენი, აგებულია ბაზალტის კარგად თლილი ფილებით და დაახლოებით X საუკუნეს მიეკუთვნება.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერით ქვემო ჭინჭრიანში იყო 16 მცხოვრები, ზემო ჭინჭრიანში მუდმივი მოსახლეობა არ იყო.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი | |
|---|---|---|---|---|
| 2002[5] | 29 | 18 | 11 | |
| 2014[1] | ზემო: | 10 | 7 | |
| ქვემო: | ||||
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზემო ჭინჭრიანი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 353.
- ჭინჭრიანი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 400.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მთავრობის დადგენილება მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ[მკვდარი ბმული], №671, 2015 წლის 30 დეკემბერი.
- ↑ თოფჩიშვილი რ., საქართველოს ისტორიული დემოგრაფიისათვის (შიდა ქართლის მთის მოსახლეობის მიგრაციის ეთნოისტორიული საკითხები). თბ., 2002. — გვ. 55.
- ↑ ნარიმანიშვილი გ., შანშაშვილი ნ., კვაჭაძე მ., თრიალეთი (კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა). თბ., 2018. — გვ. 251.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
