შინაარსზე გადასვლა

ალექსეევკა (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ალექსეევკა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°32′17″ ჩ. გ. 44°19′37″ ა. გ. / 41.53806° ჩ. გ. 44.32694° ა. გ. / 41.53806; 44.32694
ცენტრის სიმაღლე 1180
მოსახლეობა 161[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 90 %
ოსები 4 %
აზერბაიჯანელები 2,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ალექსეევკა (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ალექსეევკა (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)
ალექსეევკა (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) — ქვემო ქართლი
ალექსეევკა (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)
ალექსეევკა (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ალექსეევკა (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)

ალექსეევკა[2] — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ირაგის თემში.[1] მდებარეობს მდინარე ასლანკის (ძველი ქართული სახელწოდება — ტორნე) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1180 მ სიმაღლეზე. ქალაქ თეთრიწყაროდან დაშორებულია 13 კილომეტრით.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 161 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 105 50 55
2014[1] 161 89 72
დრანეთის ტაძარი

დღევანდელ სოფელ ალექსეევკის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 1 კმ-ში, მდ. ასლანკის (შეერქვა XIX საუკუნეში ჩასახლებული რუსების მიერ), ანუ ტორნეს ხევის მარჯვენა ნაპირზე, მდებარეობს ნასოფლარი დრიანეთი (დრანეთი). ნასოფლარის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი. მისი პირველი მეცნიერული პუბლიკაცია და ნასოფლარ დრანეთის იდენტიფიკაცია-ლოკალიზაცია ქვემო ქართლის ისტორიულ-არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (XX საუკუნის 40-50-იან წლები. ხელმძღვანელი ნ. ბერძენიშვილი) მოახდინა.

1701-1711 წლების აღწერაში ეს სოფელი მოხსენიებულია, როგორც „დრანეთი“, ხოლო 1721 წლისაში „დრიანეთი“. ვახუშტის გეოგრაფიაშიც ეს სოფელი „დრანეთის“ სახელს ატარებს.

ეკლესიის სახელობა დაკარგული იყო და სამეცნიერო ლიტერატურაში ის იწოდებოდა, როგორც დრანეთის, ან ალექსეევკა-დრანეთის ეკლესია. არქეოლოგიურ სამუშაოებისას გაირკვა, რომ ტაძარი წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობაზეა აგებული. ეკლესიაზე ჩატარდა არქეოლოგიური და სარესტავრაციო-საპროექტო სამუშაოები (ხელმძღვანელი: ნინო ნოზაძე).[4]