ახალსოფელი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)
იერსახე
სოფელი | |
---|---|
ახალსოფელი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
თემი | ახალსოფელი |
კოორდინატები | 41°39′01″ ჩ. გ. 44°20′16″ ა. გ. / 41.65028° ჩ. გ. 44.33778° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1620 მ |
მოსახლეობა | 118[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ახალსოფელი[2] — სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის თემის ცენტრი (სოფლები: გოხნარი, ზირბითი, საფუძრები). მდებარეობს ალგეთის ხეობაში, მდინარე ალგეთის შესართავის ბზისწყლის მარჯვენა მხარეს, ბედენის პლატოზე.
სოფელში არის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის ნანგრევები, წმინდა გიორგის სახელობის, ღვთისმშობლის, კვირაცხოვლობის, პეტრე პავლეს სახელობის ეკლესიები, რომლებიც საკმაოდ დანგრეული და დაზიანებულია.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 118 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 313[3] |
2014 | 118 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 95.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 285.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 20.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.