ჩხიკვთა
იერსახე
| სოფელი | |
|---|---|
|
ჩხიკვთა | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | ქვემო ქართლი |
| მუნიციპალიტეტი | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| თემი | ჩხიკვთა |
| კოორდინატები | 41°34′30″ ჩ. გ. 44°32′04″ ა. გ. / 41.57500° ჩ. გ. 44.53444° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 920 მ |
| მოსახლეობა | 147[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ჩხიკვთა — სოფელი საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ჩხიკვთა, აბელიანი, გუდარეხი, ვაკე, მაწევანი, ტბისი, ქსოვრეთი, ხოპისი).[1] მდებარეობს მდინარე ალგეთის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 920 მ., თეთრიწყაროდან 7 კმ. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მერძევეობის მეურნეობა. ჩხიკვთას სასოფლო საბჭო მოიცავდა ასევე სოფელ გოლთეთს. სოფელში შემორჩენილია არქიტექტურის ძეგლი ჩხიკვთის სიონი (1679 წ.), ასევე კომპლექსი, რომელშიც შედის გალავანი „გმირთ ნაკვეთი“ (ძვ. წ. I საუკუნე) და სამების ეკლესია (გვიანდელი შუა საუკუნეები).
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 147 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[2] | 221 | 113 | 108 |
| 2014[1] | 69 | 78 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 178.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
