დიდი კლდეისი
სოფელი | |||
---|---|---|---|
დიდი კლდეისი | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | ქვემო ქართლი | ||
მუნიციპალიტეტი | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი | ||
თემი | კლდეისი | ||
კოორდინატები | 41°34′53″ ჩ. გ. 44°15′04″ ა. გ. / 41.58139° ჩ. გ. 44.25111° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 1380 მ | ||
მოსახლეობა | 28[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები (100 %) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
|
დიდი კლდეისი — სოფელი საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (კლდეისის თემი). მდებარეობს ბედენის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე კლდეისის (ხრამის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1380 მეტრზე, თეთრიწყაროდან დაშორებულია 32 კილომეტრით.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 28 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 90 | 45 | 45 |
2014[1] | ![]() |
16 | 12 |
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელში და მის ირგვლივ ძველი ნამოსახლარები და ეკლესიების ნანგრევებია, მათგან აღსანიშნავია სოფლის შუაგულში შემორჩენილი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის – ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები. როგორც ჩანს, აქ თავდაპირველად საკმაოდ მოზრდილი ერთნავიანი ეკლესია მდგარა (X-XI სს.), რომლისთვისაც მოგვიანებით ჯერ სამხრეთიდან და შემდეგ ჩრდილოეთიდან სამლოცველოები მიუშენებიათ. ნანგრევებში აღმოჩენილია კარ-სარკმელთა მორთულობისა და კარნიზის, აგრეთვე ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- პ. ზაქარაია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 525.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II