დაღეთი
სოფელი | |
---|---|
დაღეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
თემი | დაღეთი |
კოორდინატები | 41°31′38″ ჩ. გ. 44°31′49″ ა. გ. / 41.52722° ჩ. გ. 44.53028° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 860 მ |
მოსახლეობა | 101[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | სომხები 97 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დაღეთი — სოფელი საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული დაღეთი).
მდებარეობს თეთრიწყაროს პლატოზე, მდ. ჭივჭავის (ხრამის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 860 მეტრზე, თეთრიწყაროდან დაშორებულია 10 კილომეტრით. მოსახლეობა — 101 მცხოვრები (2014).
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 101 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 235 | 89 | 146 |
2014[1] | 101 | 45 | 56 |
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაღეთი პირველად 1556 წლის საბუთში მოიხსენიება, საიდანაც ირკვევა, რომ დონდარა მამადელაშვილს დაღეთის მამასახლისობა უბოძა დედოფალმა ნესტან-დარეჯანმა. XVII საუკუნის საბუთების მიხედვით, დაღეთს ორბელიშვილები ფლობდნენ.
სოფლის სამხრეთ უბანში შემორჩენილია ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევები. მის ირგვლივ სასაფლაოზე მრავალი ქვაჯვარია. ზედაპირზე ნაპოვნი მოჭიქული და წითელი კერამიკის ნიმუშები XI–XIII საუკუნეებს მიეკუთვნება. სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 1,5 კმ-ზე, ქვიან ბორცვზე აღმოჩენილია ნანგრევთა ნაშთები. მას ახლა ყალაჩას უწოდებენ, ძველ რუკებზე კი აქ ყალაჩის მონასტერია აღნიშნული. კირხსნარიანი ლოდების გროვათა გარდა, არის მშრალად ნაწყობი განიერი კედლებიც.
დაღეთის დასავლეთით, დაახლოებით 1 კმ-ზე, თეთრიწყაროსკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს, ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევია. პერანგშემოძარცული შენობის კედლები რეგულარული წყობით იყო ნაგები. სამხრეთ შესასვლელზე ჯვრებით, კოპებითა და წარწერით შემკული დიდი არქიტრავის ქვა იდო, რომლის ასომთავრული წარწერა X საუკუნისაა და ასე იკითხება: „ქრისტე, შეიწყალე ქობულ ჴევისუფალი, ესე და კარკნალი წყაროჲ მან ქმნა“. წარწერაში ნახსენები კარკნალი (საბას მიხედვით, „დიდი ქვავნარი“) ზემოაღწერილ ყალაჩას უნდა გულისხმობდეს. ამავე ეკლესიის ქვებში ნაპოვნია წნული ჩარჩოთი შემკული ასომთავრული წარწერის ნაშთი — „თამარის!“; შესაძლოა აქ თამარ მეფე იგულისხმება. დაღეთის მახლობლად შემორჩენილია უკანდაღეთის ნასოფლარი და გადაკეთებული ეკლესიის ნაშთი XI საუკუნის წარწერებით, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი — ნასოფლარი ორთაშუა. ყველა წარწერიანი ქვა ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 402.;
- ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.;
- დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან, [ტ.] 2, ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1953;
- ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურისა და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941;
- ლაპიდარული წარწერები, [ტ.] 1, ნ. შოშიაშვილის გამოც., თბ., 1980; მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის, წგ. 1, ზ. ალექსიძისა და შ. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1964.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II