დიდი თონეთი
სოფელი | |
---|---|
დიდი თონეთი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
თემი | თონეთი |
კოორდინატები | 41°41′21″ ჩ. გ. 44°25′28″ ა. გ. / 41.68917° ჩ. გ. 44.42444° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1280 მ |
მოსახლეობა | 499[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დიდი თონეთი — სოფელი საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (თონეთის თემი). მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1280 მეტრზე, თეთრიწყაროდან დაშორებულია 47 კილომეტრით.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 499 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 715[2] |
2014 | 499 ![]() |
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დიდი თონეთი პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნის ისტორიულ წყაროებში, როგორც სათვანეთი, სთონეთი, სთორნეთი, თორნეთი და თონეთი. დიდი თონეთი ეწოდა საბჭოთა მმართველობის დასაწყისში, მას შემდეგ რაც მის მეზობლად მდებარე სოფელ დვალთას ეწოდა პატარა თონეთი. დასახლებული ყოფილა წინაფეოდალური ხანიდან. სოფლის მკვიდრი მოსახლეობის გვერდით აქ XIX საუკუნეში ქართველი მთიელი მოახალშენენიც დასახლდნენ.
სოფლიდან 2 კმ-ზე, მდინარე ალგეთის ნაპირას, აღმართულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – თონეთის სიონი. ერთნავიანი ეკლესია, რომელსაც სამხრეთიდან და დასავლეთიდან მინაშენები აქვს. ეკლესიაში XI საუკუნის რამდენიმე წარწერაა შემონახული. შეიმჩნევა გვიანდელი გადაკეთების კვალიც. სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, 500 მეტრზე, ნასოფლარი და კვირაცხოვლის (XI ს.) ეკლესიის ნანგრევებია, სამხრეთით 1 კმ-ზე – ღვთისმშობლის ეკლესიაა (ფრაგმენტების მიხედვით XI-XIII სს.). თვით დიდ თონეთში დგას XVIII საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- თ. თოდრია, ი. ციციშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 525.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
|