ზოტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ზოტი
Zoti.jpg
სოფლის ხედი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°53′39″ ჩ. გ. 42°26′59″ ა. გ. / 41.89417° ჩ. გ. 42.44972° ა. გ. / 41.89417; 42.44972
დაარსდა 1878
ცენტრის სიმაღლე 820
მოსახლეობა 893[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები[2]
რელიგიური შემადგენლობა მუსლიმები
ზოტი — საქართველო
ზოტი
ზოტი — გურიის მხარე
ზოტი

ზოტი — სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. მოსახლეობა მისდევს მესაქონლეობას. სოფელში არის საჯარო სკოლა[3]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთით, მდინარე გუბაზეულის ხეობაში, ზღვის დონიდან 820 მ., ჩოხატაურიდან 36 კმ. სოფელში 6 თვის განმავლობაში ზამთარია. სოფელში, თეთრიხევის ხეობაში არის პირიტის საბადო. სოფლიდან 15 კილომეტრის დაშორებით არის საკურორტო ადგილი სანისლია, სადაც მოედინება თერმული მინერალური წყალი, რომელიც კურნავს საყრდენ-სამოძრაო ორგანოებისა და პერიფერიულ ნერვული სისტემის ქრონიკული, ანთებითი ხასიათის დაავადებებს. სოფელთან ახლოს, ზღვის დონიდან 2200-2400 მეტრზე მდებარეობს „კიდობანას მთა“, რომელსაც მოსახლეობა ზაფხულში საიალაღოდ იყენებს.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობას, ძირითადად, აჭარლები შეადგენენ, რომლებიც 1877-1878 წლებში რუსეთ-სომალეთის ომის დროს ზემო აჭარიდან ზოტში გადასახლდნენ.[4]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 893 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1 175 562 613
2014[1] Decrease2.svg 893 447 446

ჰესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში მდინარე გუბაზოულზე იგეგმება ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. „ზოტიჰესის“ დადგმული სიმძლავრე 48 მვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 225.1 მლნ კვტ. სთ. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 104 125 550 აშშ დოლარს შეადგენს.[5]

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოტის მეჩეთი

სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ბრინჯაოს ნაკეთობანი, ორნამენტიანი ქვები. „საყდრის ყელზე“, მდებარეობს შუა საუკუნეების, ე.წ. ღომის ციხე. შემორჩენილია ციხის აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლის ფრაგმენტები.[6]

სოფელში მდებარეობს 1904 წელს აშენებული მეჩეთი.[7]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ზოტი&oldid=3736132“-დან