ბასილეთი
სოფელი | |
---|---|
ბასილეთი | |
| |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ქვენობანი |
კოორდინატები | 41°57′35″ ჩ. გ. 42°10′45″ ა. გ. / 41.95972° ჩ. გ. 42.17917° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 250 მ |
მოსახლეობა | 324[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ბასილეთი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ქვენობნის თემში (სოფლები: ბასილეთი, ბუკნარი, ქვენობანი). მდებარეობს მდინარე გუბაზეულის მარცხნივ, მესხეთის ქედის მთისწინეთში, ზღვის დონიდან 250 მ., ჩოხატაურიდან 12 კმ., ოზურგეთიდან 18 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2]
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბასილეთი ეკუთვნოდა ოცხანის, ანუ ხიდისთავის სასოფლო საზოგადოებას. 15-18 აგვისტოს სოფელში იმართებოდა ბაზრობა.[3] 1873 წელს სოფელში გაიხსნა ორკლასიანი სკოლა, რომელიც 1891 წელს დაამთავრა ნოე ზომლეთელმა. საბჭოთა პერიოდში გავრცელებული იყო მეჩაიეობა.
ეკლესიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელში იდგა ბასილი დიდის სახელობის ხის ეკლესია. ეკლესიაში ინახებოდა მოოქროული ვერცხლით მოჭედილი რამდენიმე ხატი, რომლებიც სამცხიდან გადმოაბრძანეს მღვდელმსახურმა ჯაშებმა გურიაში სამცხის გამაჰმადიანების შემდეგ.[4] ბასილეთის ეკლესიის სამრევლოში 1828 წლისთვის 27 კომლი შედიოდა.[5]
სოფელში შემორჩენილია 1609 წელს აშენებული ეკლესია.[6]
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 324 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[7] | 580 | ||
2002[8] | ![]() |
218 | 249 |
2014[1] | ![]() |
156 | 168 |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 220.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
- ↑ Кавказский календарь на 1850 год გვ. 122
- ↑ ბაქრაძე დ ., არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1987 [1878]. — გვ. 177.
- ↑ ქართველიშვილი თ., გურიის საეპისკოპოსოები, თბილისი: „არტანუჯი“, 2006. — გვ. 70, ISBN 99940-11-89-8.
- ↑
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17391
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|