შინაარსზე გადასვლა

მეწიეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
მეწიეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი ხიდისთავი
კოორდინატები 41°57′39″ ჩ. გ. 42°12′47″ ა. გ. / 41.96083° ჩ. გ. 42.21306° ა. გ. / 41.96083; 42.21306
ცენტრის სიმაღლე 300
მოსახლეობა 125[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მეწიეთი — საქართველო
მეწიეთი
მეწიეთი — გურიის მხარე
მეწიეთი
მეწიეთი — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მეწიეთი

მეწიეთისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ხიდისთავის თემში. მდებარეობს მდინარე გუბაზეულის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 300 მ., ჩოხატაურიდან 7 კმ., საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 27 კმ. ხიდისთავიდან 2 კმ. სოფლიდან მიდის საცალფეხო გზა კურორტ ბახმარომდე. სოფელი შედიოდა ხიდისთავის სასოფლო საზოგადოებაში. სოფელში დაიბადა მწერალი ჭოლა ლომთათიძე.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 125 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[2] 126
1911[3] 353
2002[4] 182 80 102
2014[1] 125 59 66

სოფელში იდგა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სადაც ინახებოდა ოქროთი მოჭედილი წმინდა გიორგის ხატი, ჯვარი და „მარხვანი“.[5]

ნაეკლესიარი მდებარეობს სასაფლაოს სამხრეთით, შემაღლებულ ბორცვზე, ადგილ ჯვარას ტერიტორიაზე. ნაეკლესიარზე მისასვლელი გზა სამხრეთ-დასავლეთიდანაა, სადაც კირის დუღაბზე, რიყის ქვით ნაგები გალავნის ფრაგმენტია შემორჩენილი, ასევე სამხრეთ ნაწილში დაფიქსირდა გალავნის ნაშთები. ეკლესია1950-1960-იან წლებში დაანგრიეს და ეკლესიის ქვების ნაწილი, ხიდისთავში კინოთეატრის მშენებლობისთვის გამოიყენეს. ამჟამად ეკლესიის ადგილას სკოლის ხის შენობა დგას. საყრდენ სვეტებად გამოყენებულია ეკლესიის თლილი, საპირე ქვები.[6]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. Кавказский календарь на 1910 год
  3. Кавказский календарь на 1912 год
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  5. ბაქრაძე დ., „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1987. — გვ. 177-178.
  6. საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20807