ნაბეღლავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
ნაბეღლავი | |
![]() მინერალური წყლის „ნაბეღლავის“ ქარხანა | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ნაბეღლავი |
კოორდინატები | 41°56′37″ ჩ. გ. 42°21′29″ ა. გ. / 41.94361° ჩ. გ. 42.35806° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 475 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 195[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,0 %, რუსები 1,0 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ნაბეღლავი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ნაბეღლავი, თავპანტა, ქვაბღა, ჩხაკოურა). მდებარეობს მდინარე გუბაზეულის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 475 მ., ჩოხატაურიდან 22 კმ., საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 40 კმ. სოფელში გადის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზა. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2]
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 195 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[3] | 181 | ||
1911[4] | ![]() |
||
2002[5] | ![]() |
95 | 114 |
2014[1] | ![]() |
88 | 107 |
კურორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნაბეღლავი არის ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტი. სამკურნალო ფაქტორია ჰავა და ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი წყალი. მდიდარია როგორც ფოთლოვანი, ისე ხელოვნურად გაშენებული წიწვოვანი ტყით. საშუალო წლიური ტემპერატურაა 12,1 °C, იანვრის საშუალო ტემპერატურაა 3,6 °C, აგვისტოსი 20,2 °C. ნაბეღლავის მინერალური წყალი ბორჯომის ტიპისაა. იყენებენ სასმელად და აბაზანებისთვის. სამედიცინო ჩვენება: კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, სანაღვლე და საშარდე გზების დაავადებანი, ნივთიერებათა ცვლის მოშლა. სეზონი მთელი წელი. სოფელში არის შ.პ.ს. „წყალი მარგებელის“ ქარხანა. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა პანსიონატი.
გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 280.
- ჯიქია ლ. კურორტი ნაბეღლავი, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1979
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|