წყალდიდობა (წყლის რეჟიმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Confusion.svg არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: წყალდიდობა.

წყალდიდობამდინარის წყლის რეჟიმის ფაზა, რომელიც ყოველწლიურად მეორდება მოცემულ კლიმატურ პირობებში ერთსა და იმავე სეზონზე და ხასიათდება ყველაზე მეტი წყალუხვობით, წყლის დონის მაღალი და ხანგრძლივი მომატებით. ხშირად თან ახლავს ჭალებში წყლის გადასვლა და მიწების დატბორვა. წარმოიქმნება მდინარის კვების ძირითადი წყაროთი. ვაკეებზე თოვლის დნობა ყველაზე ხშირად იწვევს გაზაფხულის წყალდიდობებს; მაღალმთის თოვლებისა და მყინვარების დნობა, აგრეთვე ხანგრძლივი და ძლიერი წვიმების მოსვლა (მაგ., მუსონური კლიმატის პირობებში) — წყალდიდობებს წლის თბილ პერიოდში (ე.ი. გაზაფხულ-ზაფხულის ან ზაფხულის წყალდიდობებს). თოვლის დნობით გამოწვეული წყალდიდობები ყველაზე მეტად გავრცელებულია ზომიერი და სუბარქტიკული კლიმატის პირობებში, დამახასიათებელია ვაკის მრავალი მდინარისათვის, რომლებიც ორ ჯგუფად იყოფა: მდინარეები გაზაფხულის (მაგ., ვოლგა, ურალი) და ზაფხულის (მაგ., ანადირი, იუკონი, მაკენზი) ჩამონადენის სიჭარბით. მთის თოვლისა და მყინვარების ზაფხულში დნობით განპირობებული წყალდიდობები ახასიათებს ისეთ მდინარეებს, რომელთა ზემო წელი მდებარეობს მაღალმთიან ალპებში, შუა აზიაში, კავკასიაში; ზაფხულის მუსონური წვიმებით გამოწვეული წყალდიდობები იცის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მდინარეებზე (მაგ., იანძი, მეკონგი).[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Михайлова М. В. Половодье // Большая российская энциклопедия. т. 26. — М., 2014. — стр. 728.