გომისციხე
იერსახე
| გომისციხე | |
|---|---|
| კოორდინატები: 41°48′17″ ჩ. გ. 42°31′30″ ა. გ. / 41.804861° ჩ. გ. 42.525194° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ადიგენის მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 2380 მ |
| ქედი | მესხეთის ქედი |
| ამგებელი ქანები | ტუფ-ბრექჩია |
გომისციხე — გუმბათისებრი მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენისა და გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე.
მდებარეობს მესხეთის ქედზე, მდინარე სუფსის მარცხენა შენაკადის — გუბაზეულის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2380 მ. აგებულია დისლოცირებული, შუაეოცენური ანდეზიტურგანფენებიანი ტლანქშრეებრივი და მასიური ტუფ-ბრექჩიებით. გომისციხის კალთების ქვემო ნაწილში წიფლნარ — მუქწიწვოვანი ტყეა, ზემოთ — სუბალპური მდელოები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უკლება დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 94.