შინაარსზე გადასვლა

კასბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალჟირის კასბა
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა[1] , Cultural heritage monuments in Algeria და Cultural heritage monuments in Algeria
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები ალჟირის დროშა ალჟირი | ქვეყნის დროშა2 | name = ალჟირის დროშა ალჟირი | variant = | size =

}}
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, v
რეგიონი არაბული ქვეყნები
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1992  (მე-16 სესია)
ნომერი 565
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 565
ინგლ.რუს.ფრ.

კასბა (არაბ. قصبة, ციტადელი) — ციტადელი და მის გარშემო განვითარებული ტრადიციული უბანი ალჟირის დედაქალაქ ალჟირში. ზოგადად, კასბა ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოთა ქალაქების კედელშომორტყმულ ციტადელს ეწოდება. ალჟირის კასაბა 1992 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ალჟირის კასბა უძველეს ქალაქ იკოსიუმის ადგილას დაარსდა. წარმოადგენს გორაკზე მდებარე პატარა ქალაქს, რომელიც ზღვისკენ ეშვება და ორ ნაწილად იყოფა: მაღალი ქალაქი და დაბალი ქალაქი. განლაგებულია რამდენიმე XVII-XVIII საუკუნეების რამდენიმე მეჩეთი, მათ შორის კეტშავას მეჩეთი (1794 წ) ორი მინარეთით, ელ-ჯედიდის მეჩეთი (1660 წ), რომელიც გამოირჩევა ერთი დიდი, კვერცხისებური გუმბათით სხვა ოთხ პატარა გუმბათს შორის, ასევე ელ-კებირისა და ალი-ბეტშნინის მეჩეთები.

კასბა გადამწყვეტ როლს თამაშობდა ალჟირის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში (1954–1962). ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის მიერ აქ ისახებოდა სამოქმედო გეგმები და ამბოხებები, მათთვის ასევე ის იყო ყველაზე მშვიდობიანი ადგილი, სადაც გეგმავდნენ და ახორციელებდნენ ტერორისტულ აქტებს ფრანგი მოქალაქეებისა და ალჟირში მყოფი აგენტების წინააღმდეგ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Smith, Craig S. (2006-07-23). „The Crumbling of the Casbah“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2008-02-08.CS1-ის მხარდაჭერა: თარიღი და წელი (link)
  • Hammer, Joshua (July 2007). „Save the Casbah“. Smithsonian (magazine). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-14. ციტირების თარიღი: 2011-06-25.
  1. Kasbah of Algiers