შინაარსზე გადასვლა

ხმელთაშუა ზღვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხმელთაშუა ზღვები.
ხმელთაშუა ზღვა
ხმელთაშუა ზღვის სატელიტური გამოსახულება
ზოგადი ინფორმაცია
ოკეანის აუზი ატლანტის ოკეანე
ტიპი ხმელთაშუა
ფართობი 2 500 000 კმ²
მოცულობა 3 750 ათ. კმ³
უდიდესი სიღრმე 5 267 
კუნძულ(ებ)ი >3 300
ნავსადგური მარსელი, ბარსელონა,
ვალენსია, ნეაპოლი,
მალაგა, თელ-ავივი,
ალექსანდრია, ათენი,
ტრიპოლი

ხმელთაშუა ზღვა ატლანტის ოკეანის აუზის ნაწილია და თითქმის მთლიანად ხმელეთითაა შემოსაზღვრული ჩრდილოეთიდან ევროპით, სამხრეთიდან აფრიკით, ხოლო აღმოსავლეთიდან კი აზიით. მისი ფართობია დაახ. 2,5 მილიონი კმ². ოკეანოლოგიაში მისი ალტერნატიული სახელებია ევროაფრიკული ხმელთაშუა ზღვა ან ევროპის ხმელთაშუა ზღვა სხვა ხმელეთშორისი ზღვებისგან განსასხვავებლად.

უძველესი დროიდან ხმელთაშუა ზღვა დატვირთული სატრანსპორტო მაგისტრალი იყო, რაც საშუალებას აძლევდა რეგიონის ამომავალ ერებს - ეგვიპტელებს, ბერძნებს, რომაელებსა და ახლო აღმოსავლეთის ხალხებს სავაჭრო და კულტურული გაცვლები ეწარმოებინათ. ხმელთაშუა ზღვას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დასავლეთის ცივილიზაციის დაბადებისა და განვითარების მიზეზთა შეცნობაში.

ხმელთაშუა ზღვის ლათინური სახელია mediterraneus (medius, „შუა“ + terra, „მიწა, ხმელეთი“), ბერძნულში „mesogeios“.

ისტორიის მანძილზე მას ალტერნატიული სახელებიც ჰქონია. მაგ. რომაელები მას უწოდებდნენ Mare Nostrum (ლათ. ჩვენი ზღვა). ბიბლიაში მას მოიხსენიებენ, როგორც „დიდი ზღვა“ ან „დასავლეთის ზღვა“. თანამედროვე ებრაულში მას „ჰა-იამ ჰა-ტიხონ“ (הים התיכון, შუა ზღვა) ჰქვია, რაც გერმანული ვერსიის Mittelmeer პირდაპირი ადაპტაციაა. თურქულად მას Akdeniz (თეთრი ზღვა) ჰქვია. არაბულად „ალ-ბაჰრ ალ-აბიად ალ-მუტავასიტ“ (البحر الأبيض المتوسط, შუა თეთრი ზღვა). ბრიტანეთში მას არაფორმალურად შემოკლებით „The Med-ს“ უწოდებენ.

ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელი აქვს 21 (სუვერენულ) ქვეყანას, მათგან 11 ევროპულია, 5-5 კი აზიასა და აფრიკას ეკუთვნის.

ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნები
ქვეყანა სანაპირო ზოლის სიგრძე საპორტო ქალაქები
ევროპა
ესპანეთის დროშა ესპანეთი მალაგა, კარტახენა, ალიკანტე, ვალენსია, ტარაგონა, ბარსელონა
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი მარსელი, აიაჩო, ნიცა, კანი, ტულონი
მონაკოს დროშა მონაკო 4,1 კმ
იტალიის დროშა იტალია ≈7 500 კმ გენუა, ლივორნო, ნეაპოლი, სალერნო, მესინა, კალიარი, კატანია, პალერმო, ტარანტო, ბარი, ტრიესტი
სლოვენიის დროშა სლოვენია ≈47 კმ კოპერი
ხორვატიის დროშა ხორვატია დუბროვნიკი, სპლიტი
ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა 20 კმ
მონტენეგროს დროშა ჩერნოგორია
ალბანეთის დროშა ალბანეთი 476 კმ დურესი
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 13 676 კმ სალონიკი, კერკირა, როდოსი, ხანია, ჰერაკლიონი
მალტის დროშა მალტა ვალეტა
აზია
თურქეთის დროშა თურქეთი იზმირი, ანტალია, აივალიქი, ბოდრუმი
სირიის დროშა სირია ლატაკია
ლიბანის დროშა ლიბანი 225 კმ ბეირუთი, სიდონი, ტვიროსი, ბიბლოსი, ტრიპოლი
კვიპროსის დროშა კვიპროსი ლიმასოლი, ლარნაკა
ისრაელის დროშა ისრაელი 273 კმ აკო, აშდოდი, აშკელონი, თელ-ავივი
აფრიკა
ეგვიპტის დროშა ეგვიპტე ალექსანდრია, პორტ-საიდი, ელ-არიში, მარსა-მატრუჰი
ლიბიის დროშა ლიბია 1770 კმ ტრიპოლი, ზუვარა, ელ-ხუმსი, სურთი, რას-ელ-ანუფი, ბენღაზი, ელ-ბაიდა, ტობრუკი
ტუნისის დროშა ტუნისი ≈1200 კმ ტუნისი, სფაქსი, სუსი, მონასტირი
ალჟირის დროშა ალჟირი ალჟირი, ორანი, მოსთაღანემი
მაროკოს დროშა მაროკო ტანჟერი, თეტუანი
სიცილია და სარდინია — ხმელთაშუა ზღვის ორი უდიდესი კუნძული.
მალიორკა ბალეარის კუნძულების უდიდესი, ხოლო ხმელთაშუა ზღვაში სიდიდით მე-7 კუნძულია.
რუკა კუნძული კუთვნილება ფართობი (კმ²) მოსახლეობა
სიცილია იტალიის დროშა იტალია 25.460 5.048.995
სარდინია იტალიის დროშა იტალია 24.090 1.672.804
კვიპროსი კვიპროსის დროშა კვიპროსი (უმეტესი ნაწილი) 9.248 803.147
კორსიკა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 8.680 299.209
კრეტა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 8.336 623.666
ევბეია საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 3.684 218.032
მალიორკა ესპანეთის დროშა ესპანეთი 3.640 869.067
ლესბოსი საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 1.632 90.643
როდოსი საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 1.400 117.007
ქიოსი საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 842 51.936
ხმელთაშუა ზღვის მიმდებარე ტერიტორიის კლიმატური რუკა.
ხმელთაშუა ზღვის მიმდებარე ტერიტორიის კლიმატური რუკა.

ზღვის ტემპერატურა (°C)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოემ დეკ
მარსელი [1] 13 13 13 14 16 18 21 22 21 18 16 14
ბარსელონა [2] 13 13 13 14 17 20 23 25 23 20 17 15
ვალენსია [3] 14 13 14 15 17 21 24 26 24 21 18 15
ნეაპოლი [4] 15 14 14 15 18 22 25 27 25 22 19 16
მალაგა [5] 16 15 15 16 17 20 22 23 22 20 18 16
გიბრალტარი [6] 16 15 16 16 17 20 22 22 22 20 18 17
ათენი [7] 16 15 15 16 18 21 24 24 24 21 19 17
ირაკლიონი [8] 16 15 15 16 19 22 24 25 24 22 20 18
მალტა [9] 16 16 15 16 18 21 24 26 25 23 21 18
პაფოსი [10] 18 17 17 18 20 24 26 27 26 24 22 19
ლარნაკა [11] 18 17 17 18 20 24 26 27 27 25 22 19
ლიმასოლი [12] 18 17 17 18 20 24 26 27 27 25 22 19
ალექსანდრია [13] დაარქივებული 2014-01-05 საიტზე Wayback Machine. 18 17 17 18 20 23 25 26 26 25 22 20
თელ-ავივი [14] 18 17 17 18 21 24 26 28 27 26 23 20
ხმელთაშუა ზღვის რელიეფური რუკა

ხმელთაშუა ზღვის ფსკერი დაყოფილია რამდენიმე ქვაბულად, რომელთა სიღრმე 2 000-4 000 მ-მდეა. გეომორფოლოგიურად ხმელთაშუა ზღვაში სამი აუზი გამოიყოფა:

  1. დასავლეთი — ალჟირ-პროვანსის აუზი, რომლის მაქსიმალური სიღრმე 2 800 მ-ს აღემატება და მოიცავს ალბორანის, ბალეარის, ლიგურიის ზღვების ღრმულებსა და 3 600 მ-ზე მეტად ღრმა ტირენიის ზღვის ღრმულს;
  2. ცენტრალური — 5 100 მ-ზე უფრო ღრმა ცენტრალური ქვაბული და ადრიატიკისა და იონიის ზღვების ღრმულები;
  3. აღმოსავლეთი — ლევანტის აუზი, დაახლოებით 4 380 მ სიღრმისა, ლევანტის, ეგეოსისა და მარმარილოს ზღვების ღრმულები.

ზოგიერთი ქვაბულის ფსკერი დაფარულია ნეოგენ-ანთროპოგენური დანალექი და ვულკანური ქანებით, რომელთა სისქე ალაგ-ალაგ 5-7 კმ-ს აღწევს. ალჟირ-პროვანსის ქვაბულის გვიანდელ მიოცენურ ნალექებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევაპორიტის მარილშემცველი ფენა (სისქე 1,5-2 კმ), რომელიც წარმოქმნის მარილის ტექტონიკისათვის დამახასიათებელ სტრუქტურებს. ტირენიის ქვაბულის კიდეებზე და ცენტრში გადაჭიმულია რამდენიმე რღვევის ხაზი, რომლებთანაც დაკავშირებულია ჩამქრალი და მოქმედი ვულკანები; ზოგი მათგანი აჩენს დიდ წყალქვეშა მთებს (ლიპარის კუნძულები და სხვა).

ხმელთაშუა ზღვის ქვაბულების წარმოქმნას უკავშირებენ კონტინენტური დედამიწის ქერქის გაჭიმვას, ზოგის აზრით კი, პირიქით, მის შემჭიდროებასა და ჩაწევას, ზოგიც მას ტეთისის რელიქტად მიიჩნევს.

ანტალია თურქეთის ხმელთაშუა ზღვისპირეთის უმნიშვნელოვანესი კურორტია, რომელსაც წელიწადში რამდენიმე მილიონი ტურისტი სტუმრობს.
ნიცა ლაჟვარდოვანი ნაპირის მთავარი ტურისტული ცენტრია.

სასიამოვნო კლიმატის, ლამაზი სანაპირო ზოლის, მდიდარი ისტორიისა და მრავალფეროვანი კულტურის უნიკალური კომბინაცია ხმელთაშუა ზღვას ყველაზე პოპულარულ ტურისტულ რეგიონად აქცევს მსოფლიოში, რომელიც ტურისტთა საერთო რაოდენობის დაახლოებით მესამედს იზიდავს.

ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნებისათვის ტურიზმი წარმოადგენს შემოსავლის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს. ის, ასევე, სანაპირო პროვინციებს, მცირე დასახლებებსა და კუნძულებს ურბანული ცენტრებისაგან დამოუკიდებლად განვითარების საშუალებას აძლევს (თუმცა არცთუ იშვიათად ასეთი ცენტრები სწორედ ზღვის სანაპიროზე ყალიბდება). თუმცა, აღსანიშნავია, რომ სწორედ ტურიზმი წარმოადგენს სანაპირო ზოლისა და საზღვაო გარემოს დეგრადაციის მთავარ გამომწვევ ფაქტორს. ქვეყნისა თუ რეგიონის სწრაფი განვითარების მიზნით ხმელთაშუაზღვისპირეთის მრავალი ქვეყნის მთავრობა ხელს უწყობს ყოველწლიურად დიდი რაოდენობით ტურისტის მოზიდვას, თუმცა ეს ხშირად საზღვაო ჰაბიტატების დაზიანებისა და სანაპირო ზოლის დაბინძურების მიზეზი ხდება. სერიოზული საფრთხე ემუქრებათ ზღვის ორგანიზმებს, რომელთა მრავალი სახეობა უკვე გადაშენების ზღვარზეა. ეს ყოველივე კი ზოგ ქვეყანაში ტურიზმის სამომავლო განვითარებას ეჭვქვეშ აყენებს.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: