ლაჟვარდოვანი ნაპირი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საფრანგეთის რივიერა
საფრანგეთის რივიერის ნაწილი - ინგლისური ნაპირი. ქალაქი ნიცა (საფრანგეთი).
საფრანგეთის რივიერა. სენ-ჟან-კაპ-ფერა.

ლაჟვარდოვანი ნაპირი (ფრანგ. Côte d'Azur; იგივეა რაც საფრანგეთის რივიერა) — ხმელთაშუა ზღვის მთაგორიანი სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო ზოლი საფრანგეთში. მდებარეობს ქალაქ ტულონის სამხრეთით. საფრანგეთის რივიერის ფარგლებშია აგრეთვე სახელმწიფო მონაკო. ოფიციალური საზღვრები არ არსებობს, თუმცა ჩვეულებრივ განიხილება როგორც სანაპირო ზოლი, რომელიც ვრცელდება იტალიიდან აღმოსავლეთით სენ-ტროპემდე, იერამდე და კასისამდე.[1][2] აღნიშნული სანაპირო ზოლი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ საკურორტო ზონას. XVIII საუკუნის ბოლოსათვის წარმოდგენილი იყო როგორც ზამთრის კურორტი, რომელიც განკუთვნილი იყო ბრიტანული საზოგადოების უმაღლესი ფენისათვის.

XIX საუკუნის შუა წლებში რკინიგზის გაყვანის შემდეგ გადაიქცა ინგლისელების, რუსებისა და სხვათა არისტოკრატების დასასვენებელ ადგილად (მათ შორის დედოფალი ვიქტორია, ედუარდ VII, უელსის პრინცი). ზაფხულის თვეებში წარმოადგენდა როტშილდების ოჯახის დასასვენებელ ადგილს. XX საუკუნის პირველ ნახევარში საფრანგეთის რივიერას სტუმრობდნენ გამოჩენილი მხატვრები და მწერლები. პირველ მსოფლიო ომამდე (1914-1918) რივიერის კურორტები იყო ტუბერკულოზით დაავადებულთა მკურნალობის ცენტრი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რივიერა წარმოადგენდა ტურისტების პოპულარული დასვენების ადგილს. ოფიციალურო მონაცემებით სანაპირო ზოლის ფარგლებში სახლობს 163 ეროვნების წარმომადგენელი, მათ შორისაა 83,962 უცხოელი.[3]

უმსხვილესი ქალაქია ნიცა, რომლის მოსახლეობა 2006 წლისათვის შეადგენდა 347,060 ათასს ადამიანს.[3]

სახელწოდება მოიგონა ფრანგმა მწერალმა და პოეტმა სტეფან ლიეჟარმა 1870 წელს, რომელმაც გამოსცა რომანი სახელწოდებით „ლაჟვარდოვანი ნაპირი“.

რივიერას პოპულარულობას განაპირობებს კარგი კლიმატი, განსაკუთრებით რბილი და მზიანი ზამთარი და ზომიერად თბილი ზაფხული. გაბატონებულია ხმელთაშუა ზღვის ჰავა. ქალაქ ნიცაში ზაფხული ცხელი, მშრალი და მზიანია. წლის ამ სეზონში წვიმები იშვიათია. ჰაერის ტემპერატურა როგორც წესი 20°C მეტია. ჰაერის მაქსიმალური საშუალო ტემპერატურა უდრის 27°C-ს. 2006 წლის 1 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურამ მიაღწია 37,7°C-ს. ნიცაში ატმოსფერული ნალექების რაოდენობა საშუალოდ უდრის 803,3 მმ-ს წელიწადში. მზიანი დღეების რაოდენობა წელიწადში დაახლოებით 300. კლიმატოთერაპია, ზღვაში ბანაობა (მაისის ბოლოდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე) მთელი წლის მანძილზეა.

°C იანვარი თებერვალი მარტი აპრილი მაისი ივნისი ივლისი აგვისტო სექტემბერი ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი
დღე 13 13 15 17 20 24 27 27 25 21 18 13
ღამე 4 5 7 9 13 16 18 18 16 12 8 5
წყლის ტემპერატურა 14 13 13 14 17 21 23 24 22 20 17 15

სანაპირო ხაზი შეჭრილ-შემოჭრილია, ზოგან — კლდოვანი. ქალაქებიდან აღსანიშნავია: კანი, მენტონა. 1887 წლის 23 თებერვალს რივიერის ფარგლებში მოხდა ძლიერი მიწისძვრა. ზაფხულის თვეებში ხშირია ტყის ხანძარი. მცენარეული საფარი მრავალფეროვანია. განვითარებულია მებაღეობა, მევენახეობა, მეყვავილეობა. სანაპიროს გასწვრივ აშენებულია სანატორიუმები, პანსიონატები, კერძო ვილები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. "Côte d'Azur, côte méditerranéenne française entre Cassis et Menton" ("Côte d'Azur, French Mediterranean coast between Cassis and Toulon") in Dictionnaire Hachette encyclopédique (2000), p. 448.
  2. "Côte d'Azur, Partie orientale du littoral français, sur la Méditerranée, de Cassis à Menton" ("Côte d'Azur, Eastern part of the French coast, on the Mediterranean, from Cassis to Menton"), in Le Petit Larousse illustré (2005), p. 1297.
  3. 3.0 3.1 საფრანგეთის ეროვნული სტატისტიკის და ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი